რა უჯდება HBO-ს Game of Thrones-ის ბოლო სეზონი
ტელეკომპანია HBO-ს სუპერპოპულარული ტელესერიალი Game of Thrones საკმაოდ ძვირი უჯდება.
სერიალზე აქამდეც რამდენიმე მილიონი იხარჯებოდა, სეზონიდან სეზონამდე კი ეს თანხა სულ უფრო იზრდებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანიამ მერვე სეზონისთვის 90 მილიონი დოლარი გამოყო, რაც ნიშნავს, რომ მის ექვსივე ეპიზოდზე 15 მილიონი დოლარი უნდა დახარჯულიყო, თუმცა კვირას გასული 80-წუთიანი მესამე სერია კომპანიას სავარაუდოდ, ბევრად ძვირი დაუჯდა. მითუმეტეს, რომ მის გადაღებას 55 დღე დასჭირდა.
აღსანიშნავია, რომ Game of Thrones-ის წინა სეზონები, კომპანიას უფრო მოკძრალებული თანხები უჯდებოდა. ეპიკური სერიალი ეკრანზე 2011 წელს გამოჩნდა და მისი პირველი სეზონი 60 მილიონი დაჯდა, რაც ნიშნავს, რომ თითო სერიაზე კომპანია 6 მილიონს ხარჯავდა. თუმცა უკვე მეორე სეზონზე - Blackwater სერიისთვის რეჟისორებმა კომპანიას დამატებით 2 მილიონი მოსთხოვეს.
სავარაუდოდ, იგივე სურათია ბოლო სეზონის ყველაზე ხანგრძლივი ეპიზოდის - The Long Night შემთხვევაში და ტელეკომპანიას დაგეგმილ 15 მილიონზე მეტი დაუჯდეა. თუმცა, დეტალური ინფორმაცია ამ დროისთვის არ ხმაურდება.
Game of Thrones დღეისათვის სატელევიზიო ბაზარზე ყველაზე ძვირად ღირებული სერიალია. გამოცემა Variety-ის ინფორმაციით, დახარჯული თანხის მიხედვით, შემდეგ პოზიციაზე ასევე HBO-ს სერიალი - Westworld (თითო სერია 10 მილიონი დოლარი ჯდება) და Netflix-ის - The Crown და Stranger Things (თითო სერია 10 და 8 მილიონი დოლარი ჯდება) მოდიან.
სიახლეები
- "საქართველოს ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემას დემონსტრანტების დასასჯელად და განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს" - Amnesty International
- "არ უნდა დავივიწყოთ, რომ სადაც სამართლიანობის ერთი აგური დაიდო, 11 აგური დაიდო უსამართლობის, არავინ არის დამნაშავე" - სალომე ზურაბიშვილი
- "შეხვედრა შესაძლებელია, თუ ზელენსკი მზად არის, მოსკოვში ჩამოვიდეს" - ვლადიმერ პუტინი
- “დიახ, უსამართლო არჩევნებში მონაწილეობა ცუდია, მაგრამ მონაწილეობაზე უარის თქმა - კიდევ უარესი” - გია ხუხაშვილი
- "მინდა, გავამხნევო რეჟიმის ყველა პატიმარი, უსამართლობა დიდხანს არ გაგრძელდება, ყველას მოეთხოვება მკაცრი პასუხი თავისუფალ და სამართლიან სასამართლოში"