November 21, 2024

ნოემბერი 01 2024 წაკითხვა 91 ჯერ

ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა და ჭიათურის მაღარო მუშაობას 4 თვით წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს.

სექტემბერი 16 2024 წაკითხვა 155 ჯერ

2024 წლის 16 სექტემბრიდან სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა ამოქმედდა, რომელიც მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად შეიქმნა.

აგვისტო 05 2024 წაკითხვა 216 ჯერ

დღეს, 5 აგვისტოს დილით, ტოკიოს საფონდო ბირჟის გახსნისას მკვეთრი, 11,6%-იანი ვარდნა განიცადა Nikkei-ს ინდექსმა.

მიზეზად დასახელებულია ინვესტორების შიში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში შესაძლო რეცესიას და იაპონური ვალუტის, იენის, გამყარებას უკავშირდება.

Nikkei იაპონიის 225 წამყვანი კომპანიის აქციათა კურსის მდგომარეობას ასახავს.

დღევანდელი ვაჭრობის პროცესში ვარდნამ 12%-ს გადააჭარბა და ინდექსმა 4000-ს პუნქტზე მეტი დაკარგა, რაც 1987 წლის „შავი ორშაბათის" მაჩვენებელზე მეტია.

ტოკიოს საფონდო ბირჟის Nikkei-ს ინდექსმა მასშტაბური ვარდნა განიცადა 2011 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროსაც.

აგვისტო 05 2024 წაკითხვა 253 ჯერ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება.

ივლისი 18 2024 წაკითხვა 247 ჯერ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიშში საქართველოს შესახებ გაკეთებულ ჩანაწერს გამოეხმაურა.

ოქტომბერი 12 2023 წაკითხვა 565 ჯერ

,,ბიზნეს სამიტი არის ინდუსტრიის ლიდერების, მეწარმეებისა და ექსპერტების დინამიური შეკრება, რომლებიც ერთ სივრცეში იყრიან თავს, რათა გააზიარონ ცოდნა, ითანამშრომლონ მომავალ კოლეგებთან და შექმნან ინოვაციები.

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.