"ბიზნეს სამიტი 2023'- უნიკალური შესაძლებლობა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის

,,ბიზნეს სამიტი არის ინდუსტრიის ლიდერების, მეწარმეებისა და ექსპერტების დინამიური შეკრება, რომლებიც ერთ სივრცეში იყრიან თავს, რათა გააზიარონ ცოდნა, ითანამშრომლონ მომავალ კოლეგებთან და შექმნან ინოვაციები.

ეს არის პლატფორმა, სადაც იბადება იდეები და ყალიბდება პარტნიორობა ბიზნესის სამყაროში ზრდისა და წარმატების მისაღწევად, სწორედ ამიტომ საქართველოში, წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA)-ს  ორგანიზებით, წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა „ბიზნეს სამიტი 2023“ აიღებს სტარტს. ღონისძიებას 15 ოქტომბერს, სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi დილის 11 საათიდან უმასპინძლებს. 400 დელეგატისგან შემდგარი სამიტი მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება და დატვირთული იქნება სხვადასხვა მრავალფეროვანი და საინტერესო აქტოვობებით“ - განაცხადა ასოციაციისპრეზიდენტმა, მაიატატულაშვილმა.

 

სპეციალურად სამიტისთვის შეირჩნენ ისეთი სპიკერები, რომლებმაც  ყველაზე კარგად იციან, რა გამოწვევებია დღეს ბიზნესში და მათი დაძლევის გზები კარგად აქვთ გააზრებული. ისინი გასცემენ ყველა მთავარ კითხვას პასუხს, მათ შორის, როგორ გავხდეთ ლიდერები ბაზარზე და როგორ გავზარდოთ გაყიდვები, კიდევ უფრო მეტი შემოსავლის მიღების კუთხით.

 

ღონისძიება 5 წარმატებულ ქართველ ბიზნეს-ტრენერს უმასპინძლებს:

  • გიორგი გოგეშვილი - გაყიდვები და მარკეტინგი
  • ნანა აბურჯანიძე - გაყიდვები, პიარი და მარკეტინი
  • მარიკა ხალიანი - ბიზნეს ქოუჩინგი
  • ლანა ბლიაძე - PR
  • მაკა მჟავანაძე - HR

სამიტის მიმდინარეობისას აგრეთვე 10 ქართული ბიზნეს კომპანია წარმოადგენს პრეზენტაციას, რომლის ფარგლებშიც დამსწრე დელეგატები მიიღებენ ინფორმაციას მათ მიერ დაგეგმილი ბიზნეს ინიციატივების, ინოვაციური პროდუქტების, ბიზნეს პროექტებისა თუ წარმატების ისტორიის შესახებ.

 

სამიტის 400--ვე დელეგატს სასაჩუქრე ჩანთა გადაეცემა, რომელშიც წამყვანი კომპანიების მიერ საინტერესო შეთავაზებები და ფასდაკლების ვაუჩერები იქნება განთავსებული.

 

სამიტზე სპეციალურად მოწვეული არის ირაკლი ქაშიბაძე, რომელიც ისაუბრებს თემაზე: ტექნოლოგიური პროგრესის გავლენა ბიზნესზე და ინვესტირება სტარტაპებში. აგრეთვე სხვა წარმატებული ტექნოლოგიური სტარტაპ კომპანიების დამფუძნებლები.

 

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციაცია დაინტერესებულ პირებს აძლევს ღონისძიებაზე დასწრების შანსს.

 

სამიტის შესახებ დამატებითი ინფორმაციები გამოქვეყნებულია: https://www.facebook.com/geobusinessnewssgba

წაკითხვა 308 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.