რა ქონებით ტოვებს ივანე მაჭავარიანი ფინანსთა მინისტრის პოსტს

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი თანამდებობას ტოვებს. როგორც მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, თანამდებობიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გეგმავდა, თუმცა 2021 წლის კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურის და ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების გამო, რამდენიმე თვით გადადო.

"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, რა ქონებით ტოვებს ივანე მაჭავარიანი ფინანსთა მინისტრის პოსტს. როგორც მის მიერ 2020 წლის 29 სექტემბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, ივანე მაჭავარიანის შემოსავალმა ფინანსთა მინისტრის პოსტზე 2019 წელს 58 800 ლარი შეადგინა.

 

დოკუმენტის თანახმად, მაჭავარიანი ფლობს 950 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთსა და 290,95 კვ. მეტრის საცხოვრებელ სახლს დუშეთის მუნიციპალიტეტში; თბილისში 22,45 კვ. მეტრის შენობა-ნაგებობის 50%-იან წილს, რომელიც 2018 წელს გამიჯვნის საფუძველზე აქვს მიღებული. მასვე ეკუთვნის 217,82 კვ. მეტრი ფართობის არასაცხოვრებელი ფართი დედაქალაქში, რომელიც ასევე გამიჯვნის საფუძველზე აქვს მიღებული; 94 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი თბილისში, რომელიც 2018 წელს გამიჯვნის საფუძველზე მიიღო. გარდა ამისა, მინისტრის საკუთრებაშია თბილისში მდებარე 178,56 კვ. მეტრისა და 90,62 კვ. მეტრი ფართობის ბინა და 48 კვ. მეტრის არასაცხოვრებელი ფართი.

 

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაცის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე ჯამში, 9 608 ლარი; 262 235 დოლარი, 1 549 გირვანქა სტერლინგი, 24 432 ევრო, ნაღდი ფულადი თანხის სახით კი - 9 000 ლარი ჰქონდა. გარდა ამისა, როგორც დეკლარაციაში აქვს აღნიშნული, გასულ წელს ფინანსთა მინისტრმა ქონების გადასახადის სახით, 5 255 ლარი გადაიხადა. ამასთან, მისმა შემოსავალმა იჯარის შედეგად, 84 715 ლარი შეადგინა.

 

როგორც დეკლარაციაშია მითითებული, მინისტრის მეუღლე ფლობს: 450 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს თბილისში; იმავე მისამართზე მდებარე 460,8 კვ. მეტრის საცხოვრებელ სახლს და ასევე 150 კვ. მეტრის არასაცხოვრებელ ფართს დედაქალაქში. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი „ტოიოტა რავ 4“. ფინანსურ მდგომარეობას რაც შეეხება, დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშებზე - 59 955 ევრო, 4 105 ლარი და 101 000 დოლარი ჰქონდა.

წაკითხვა 658 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.