რომელი პროდუქტები გაძვირდა მარტის თვეში
2021 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ფასი არაერთ პროდუქტს მოემატა, მათ შორის, გაძვირდა სასურსათო პროდუქტებისა და უალკოჰოლო სასმელის ფასები.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მარტის თვეში ყველაზე მეტად ხილი, ზეთი, ცხიმი, შაქარი, ჯემი, ტკბილეული, ხორცი და ხორცის პროდუქტები, ბოსტნეული და ბაღჩეული, მინერალური და წყაროს წყალი და უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები გაძვირდა.
ამასთან, როგორც სტატისტიკის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მარტში, წინა თვესთან შედარებით სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები 1.5 პროცენტით გაიზარდა.
რაც შეეხება გასული წლის მაჩვენებელს, წინა წელთან შედარებით სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები 5.7 პროცენტითაა გაზრდილი.
"თვიური მაჩვენებლის მიხედვით ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (3.8 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (3.7 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (2.1 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (1.3 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (1.1 პროცენტი); ხოლო წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.86 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (35.8 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (13.7 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13.0 პროცენტი), თევზეული (12.2 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (8.5 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (7.7 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5.0 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.0 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-8.6 პროცენტი) და ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-12.0 პროცენტი)", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 4.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.2 პროცენტი შეადგინა.
სიახლეები
- გსურს, რომ შენმა შვილმა გააუმჯობესოს ინგლისური და ამავდროულად დაუვიწყარი ზაფხული გაატაროს? - American Camp ბაკურიანში
- "რაც უფრო მკაცრი იქნება ევროპის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, მით უფრო მტკივნეული იქნება ეს ევროპის ეკონომიკისთვის"
- "რაც მეტია ზრუნვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ნაკლებია ზრუნვა ღვთის სასუფეველზე, მატერიალური სიკეთეები იკლებს, რაც მეტია ღვთის სულიერება, მით მეტია მატერიალური კეთილდღეობა და ბედნიერებაც"
- "ნაციონალური მოძრაობის“ სახელით კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ არ არსებობს გარემოება, რომელიც შეცვლის ჩვენს პოზიციას რეჟიმთან ართანამშრომლობაზე"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს