"ჩვენი პოლიტიკა სტარტაპებისა და ინოვაციური ეკოსისტემის შექმნისკენაა მიმართული" - ნათია თურნავა
„ჩვენი პოლიტიკა სტარტაპებისა და ინოვაციური ეკოსისტემის შექმნისკენაა მიმართული", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აშშ-ის ინვესტორების მიერ ქართული სტრატეპებისთვის ნახევარმილიონიანი ფონდის გამოყოფის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, პანდემიის პერიოდში ძალიან ბევრი გრანტი გაიცა ახალგაზრდა ნიჭიერ სტარტაპერებზე, რომლებმაც განავითარეს არაერთი ინოვაციური იდეა და პროექტი.
"მათ ყურადღება მიიპყრეს ყურადღება არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ უცხოეთშიც, მათ შორის, აშშ-ში, სილიკონ ველიზე. ამის ლოგიკური გაგრძელებაა მემორანდუმზე ხელმოწერა ჩვენს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და 4 ამერიკელ ინვესტორს შორის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
შესაბამის მემორანდუმზე ხელი აშშ-ში, სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით გამართულ ონლაინ ფორმატში მოეწერა.
სიახლეები
- ფარმაცევტულ ქარხანაში გაჩენილ ხანძარს ინდოეთში 34-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
- ,,ელენე ხოშტარიას ფეხის ბაკუნს მხოლოდ და მხოლოდ მისნაირი რადიკალები აჰყვნენ” – ნინო წილოსანი
- ,,დღეიდან საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტი ამოქმედდა"– შალვა პაპუაშვილი
- ხონში მომხდარ ავარიას 16 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა
- “ძალიან მიხარია, რომ ჩვენ საერთოდ არ გვახსენებენ – გვინდა, ამ კლოუნადას გავემიჯნოთ” - იაგო ხვიჩია ოპოზიციურ პარტიებზე