მსოფლიოში ნავთობის ფასი იზრდება
გასული კვირის 7-9%-იანი ვარდნის შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები გასული დღის სავაჭრო სესიის შედეგად 2%-ით გაიზარდა.
Brent-ის ტიპის ნავთობის ნოემბრის ფიუჩერსების ფასი 1.84%–ით გაიზარდა და ბარელზე 65.64 აშშ დოლარს შეადგენს. ხოლო, ოქტომბრის ფიუჩერსების ღირებულება 1.8%–ით არის მომატებული და ბარელზე 66.35 აშშ დოლარს უტოლდება.
WTI-ის სექტემბრის ფიუჩერსების ღირებულება კი 1.82% გაიზარდა და ბარელზე 63.24 აშშ დოლარად ბარდება.
ბოლო დღეების განმავლობაში, ბაზარზე ნავთობის ფასებზე გავლენას მსოფლიოში COVID-19-ის ახალი შტამებისა და ახალი ტალღების საშიშროება ახდენს. ექსპერტები შიშობენ, რომ ახალი შეზღუდვების შემოღება შეასუსტებს გლობალურ ეკონომიკას და ძირს გამოუთხრის საწვავზე მოთხოვნას.
სიახლეები
- იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსმა თანამდებობა დატოვა
- ,,როდის გარიცხავს „ლელო“ ტერორისტული აქტის ჩამდენს საკუთარი რიგებიდან"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სამწუხაროდ, BBC-ის შემთხვევაშიც ვხედავთ კამპანიური ხასიათის დეზინფორმაციის მცდელობას” – ნინო წილოსანი
- 2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ირაკლი კუპრაძეს მინდა ვუთხრა: თუ თვლი, რომ საერთო საქმე დავაზიანე, ბოდიში!"- ალეკო ელისაშვილი
