წლიურად ლარის კურსი 7.3%-ით გამყარდა
სექტემბერში ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 3.1167-დან 3.1155-მდე შეიცვალა, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 3.6688- დან 3.6725-მდე, ანუ 0.1 პროცენტით გაუფასურდა.
საანგარიშო პერიოდში ლარი დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალურმა მნიშვნელობამ – 3.1228, ხოლო მინიმალურმა 3.1099 შეადგინა. შესაბამისად, თვის განმავლობაში საშუალო კურსიდან მაქსიმალური გადახრა – 0.2 პროცენტი, ხოლო მინიმალური -0.2 პროცენტი დაფიქსირდა.
ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე დოლარი რუსული რუბლის მიმართ საშუალოდ – 1.0 პროცენტით, სომხური დრამის მიმართ – 0.5 პროცენტით და ევროს მიმართ 0.1 პროცენტით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირის მიმართ საშუალოდ 0.5 პროცენტით გამყარდა. აზერბაიჯანული მანათის მიმართ პრაქტიკულად უცვლელი დარჩა
ეროვნული ბანკის მონაცემებით, წლიურად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი – 7.3 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 2.6 პროცენტით გამყარდა.
სიახლეები
- ვის და რა შემთხვევაში დაუფინანსებს სახელმწიფო იპოთეკური სესხების პროცენტებს
- საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა
- ,,განცხადებები, რომლებიც კეთდება ბრიუსელის მხრიდან, ძირს უთხრის საქართველოსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობებს"- მაკა ბოჭორიშვილი
- ,,ოპოზიციას პარტნიორი არასდროს უძებნია ქართველ ხალხში, პარტნიორებს ეძებენ ქვეყნის გარეთ, რომ დააზიანონ საქართველოს ინტერესები"- მაკა ბოჭორიშვილი
- სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ,,ჰანის მარანს” საწარმოო პროცესი შეუჩერა
