როგორ შეიცვალა რუსი მილიარდერების ქონება ომიდან 1 თვეში

უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის მხრიდან ომის დაწყებიდან თვეზე მეტი გავიდა.

აღნიშნულ პერიოდში კი რუს მილიარდერთა უმრავლესობის ქონება შემცირდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ „ფორბსის“ მილიარდერთა რეიტინგზე დაყრდნობით გთავაზობთ მონაცემებს თუ როგორ შეიცვალა ტოპ-10 რუსი მილიარდერის ფინანსური მდგომარეობა ომის დაწყებიდან ერთ თვეში.

  • ვლადიმერ პოტანინი, მიუხედავად ქონების დაკარგვისა, რეიტინგში დღეს 1-ელ ადგილზეა. ომის დაწყებამდე ის 26.9 მლრდ აშშ დოლარს ფლობდა. დღეს კი, 23.3 მლრდ აშშ დოლარს ფლობს.
  • ვლადიმერ ლისინი - ის ყველაზე მდიდარი რუსების სიაში მე-2 ადგილზეა. თუ ომის დაწყებამდე მისი ქონება 29.6 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა, ახლა - 22.2 მლრდ-ია.
  • ლეონიდ მიხელსონი - რეიტინგში მე-3 პოზიციაზე და თუ ომის დაწყებამდე 27.2 მლრდ აშშ დოლარს ფლობდა, დღეს 20.6 მლრდ დოლარს ფლობს.
  • ვაგიტ ალეკპეროვი - დღეს მისი ქონება18.6 მლრდ-ს შეადგენს, მაშინ, როცა ომის დაწყებამდე - 24.8 მლრდ აშშ დოლარი იყო.
  • გენადი ტიმჩენკო - 22 თებერვალს ის 23.3 მლრდ აშშ დოლარს ფლობდა. დღეს კი, მისი ქონება - 17.6 მლრდ აშშ დოლარად არის შეფასებული.
  • ალექსი მორდაშოვი - ომის დაწყებამდე 28.5 ლრდ აშშ დოლარს ფლობდა, დღეს კი, 17.4 მლრდ-ს.
  • ანდრეი მელნიჩენკო - დღევანდელი მდგომარეობით ის 15.1 მლრდ დოლარს ფლობს, მაშინ როცა ომის დაწყებამდე მისი ქონება 27.5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.
  • პაველ დუროვი - ომის დაწყების მომენტისთვის 17.2 მლრდ აშშ დოლარს ფლობდა. დღეს კი, მისი ქონება 15.1 მლრდ დოლარად არის შეფასებული.
  • ალიშერ უსმანოვი - მისი ქონება ომის დაწყებისთვის 16.8 მლრდ აშშ დოლარი იყო. დღეის მდგომარეობით კი, 13.2 მლრდ-ია.
  • მიხეილ ფრიდმანი - ის „ფორბსის“ მილიარდერთა რეიტინგში ომის მიმდინარეობის დროს მოხვდა. მისი ქონება 12.3 მლრდ დოლარად არის შეფასებული, მაშინ როცა დაახლოებით 2 კვირის წინ, 12.1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.
წაკითხვა 448 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.