ბანკების მიმართ პრეტენზიები გაიზარდა - რა საკითხებზე ედავება მომხმარებელი სექტორს
2022 წლის იანვარ-ივნისში მომხმარებლების მხრიდან კომერციული ბანკების წინააღმდეგ 13 347 საჩივარი დაფიქსირდა, მაშინ როცა 2021 წლის 6 თვეში ბანკების მიმართ 10 711 საჩივარი დაიწერა.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის იანვარ-ივნისის პრეტენზიების ხუთეულში შედიან:
- მიმდინარე ანგარიში/სადებეტო ბარათი - 8 611 განაცხადი;
- სამომხმარებლო სესხი - 1 466 განაცხადი;
- საკრედიტო ბარათი - 505 განაცხადი;
- ინტერნეტბანკი – 414 განაცხადი;
- იპოთეკური სესხები - 338 განაცხადი.
პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში შესული პრეტენზიებიდან ყველაზე მეტი - 8 130 განაცხადი ტრანზაქციებზე მოდის; შემდეგია ადმინისტრაცია/მომსახურება - 1 900 განაცხადით, მე-3 ადგილზეა ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებული პრეტენზიები 1 139 განაცხადით და ა.შ.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის იანვარ-ივნისში 13 347 საჩივრიდან ბანკებმა 9 554 განაცხადი - უსაფუძვლოდ, 2 029 - საფუძვლიანად მიიჩნიეს; 1 742 განაცხადის შემთხვევაში განხილვა ისევ მიმდინარეობს. 22-ის შემთხვევაში კი განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრობლემა არ არის აღმოფხვრილი.
სიახლეები
- თეირანში სპორტული საზოგადოების სამი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
- ,,რა დავაშავე, რომ ჩემს დასთან, ჩემს შვილებთან და მეუღლესთან არ შემიძლია დარეკვა?"- პაატა ბურჭულაძე
- ,,ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო მათი „ენჯეოს“ კოჰორტა, დღეს ვიქნებოდით დანგრეული ქვეყანა"- შალვა პაპუაშვილი
- „ქართული ოცნების“ სახელით გუშინ ოფიციალური საჩივრით მივმართეთ „ბიბისის“ – შალვა პაპუაშვილი
- ჩხოროწყუში მომხდარ ავარიას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა
