„თეგეტა მოტორსი“ მომსახურების ქსელს აფართოებს - ქუთაისში ახალი ფილიალი გაიხსნა
„თეგეტა მოტორსის“ ახალი ფილიალი ქუთაისში, დავით აღმაშენებლის #99-ში გაიხსნა. მომსახურების ცენტრი ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია, რაც ადგილობრივი მოსახლეობისათვის ავტოსერვისზე ხელმისაწვდომობას გაამარტივებს.
ამ ობიექტის გახსნით „თეგეტას“ ქუთაისში უკვე ორი ფილიალი ექნება, სადაც მსუბუქი ავტომობილების მფლობელებს მოემსახურებიან. მომხმარებელს ახალ ფილიალში სწრაფი სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემა.
სანდრო ნერგაძე, „თეგეტა მოტორსის“ საოპერაციო დირექტორი: „ახალი ფილიალის გახსნა „თეგეტა მოტორსის“ სერვისებზე გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ გადავწყვიტეთ. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ, რათა მომხმარებელს მაღალი ხარისხი და მომსახურების მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ. „თეგეტა მოტორსის“ ახალ ფილიალში ავტომფლობელებს სწრაფ სერვისს ვთავაზობთ და გარემოც მთლიანად მათ კომფორტზეა მორგებული. მაღალი ხარისხის პროდუქცია, უახლესი დანადგარები, კვალიფიციური კადრები - ეს არის „თეგეტას“ სტანდარტი, რაც ჩვენ მიმართ მომხმარებლის კმაყოფილებასა და სანდოობას განსაზღვრავს“.
ავტომომსახურების ახალი ობიექტი, სერვისცენტრთან ერთად, საწყობსა და შოურუმს აერთიანებს, სადაც სხვადასხვა პრემიუმ ბრენდის პროდუქციაა წარმოდგენილი. „თეგეტა მოტორსის“ ავტომომსახურების ახალ ობიექტში ოცამდე ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული.
ახალი ფილიალის გახსნაზე კომპანია „თეგეტა მოტორსის“ წარმომადგენლებმა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებს უმასპინძლეს. ლენტის გაჭრის შემდეგ სტუმრებმა სერვისის სივრცე და შოურუმი დაათვალიერეს.
ზვიად შალამბერიძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში: „თეგეტა მოტორსი“ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ყოველთვის ხარისხთან და ეფექტიან მომსახურებასთან ასოცირდება. უკვე წლებია, რაც „თეგეტა“ იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტშია წარმოდგენილი. მოხარული ვარ, რომ ქსელი ფართოვდება და იმერეთის რეგიონს კიდევ ერთი ფილიალი შეემატა, რომელშიც 20-ამდე ადგილობრივი დასაქმდა“.
იოსებ ხახალეიშვილი, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი: „უკვე 20 წელია, რაც „თეგეტა მოტორსი“ წარმატებულად ოპერირებს ქუთაისში და მაღალი სტანდარტის სერვისს აწვდის ჩვენს თანამოქალაქეებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი ფილიალის გახსნით დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნა ქუთაისის მცხოვრებლებისთვის. მჯერა, რომ ახალ სივრცეში ადგილობრივი მოსახლეობა კიდევ უფრო კომფორტულ და ხარისხიან მომსახურებას მიიღებს“.
ახალი სერვისცენტრი, რომელიც 530 კვ.მ ფართობს მოიცავს, დღის განმავლობაში 70-ზე მეტ ავტომფლობელს მოემსახურება. მომხმარებელი ონლაინ ჯავშნითაც ისარგებლებს.
ახალ ფილიალში მომხმარებელი სწრაფ სერვისებს მიიღებს. მათ შორის არის ძრავის ზეთისა და ფილტრების შეცვლა, საბურავების სერვისი, ხუნდებისა და სამუხრუჭე დისკების შეცვლა/მოხეხვა, აკუმულატორების შეცვლა, კონდიცირების სისტემის დატუმბვა და სხვა.
აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სერვისცენტრში წარმოდგენილი იქნება Shell, Motul, Petronas, Mobil, Sonax, Ate, Varta, Fiamm, Exide, Bridgestone, Michelin, Continental და სხვა პრემიუმ ბრენდების პროდუქტები. ახალი ფილიალის შოურუმში მომხმარებელი ხელმისაწვდომ ფასში შეიძენს ძრავის ზეთებს, ანტიფრიზებს, სამუხრუჭე ხუნდებს, აკუმულატორებს, მანქანის აქსესუარებსა და ავტომობილისათვის საჭირო სხვა პროდუქტებს.
„თეგეტა მოტორსის“ ქუთაისის ახალი ფილიალი ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 9:30-იდან 18:30-ამდე იმუშავებს, კვირას კი - 09:30-იდან 18:00 საათამდე .
--
„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
R
სიახლეები
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი
- “ორხელისუფლებიანობა” აფხაზეთში და საქართველო-რუსეთის ფარული მოლაპარაკება
- "ზურაბიშვილის სარჩელს პარლამენტის სხდომის შეფერხება არ შეუძლია, იმდენად უსაფუძვლო და ტუტუცურია" - გია ვოლსკი
- "ნუ ეძახით კობახიძეს პრემიერს და „მთავრობას“ მთავრობას" - მიხეილ სააკაშვილი