ეკონომიკის სამინისტრო ინვესტორებს მიმდინარე თვეში 100 საპრივატიზებო ობიექტს წარუდგენს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ინვესტორებს მიმდინარე თვეში 100 საპრივატიზებო ობიექტს წარუდგენს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, იმ ობიექტების ღირებულება, რომელთა გაყიდვასაც სახელმწიფო გეგმავს, 100 მილიონ ლარს აჭარბებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ მინისტრმა განუცხადა, ფართომასშტაბიანი პრეზენტაცია იგეგმება, რომელზეც ინვესტორებს საპრივატიზებო ობიექტებს წარუდგენს.
„არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, ძალიან ფართომასშტაბიანი პრეზენტაცია გვექნება, სადაც მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებს დავპატიჟებთ. პრაქტიკულად მზად გვაქვს ეს ღონისძიება, ახლა თარიღებს ვათანხმებთ. ეს აუცილებლად მოხდება მიმდინარე თვეში. ამ ობიექტების ღირებულება 100 მილიონ ლარს აჭარბებს. აქაც საბოლოო ციფრს ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ გარკვეულ ობიექტებს ვამატებთ. 100 საინვესტიციო შეთავაზებას კი ვარქმევთ, მაგრამ შესაძლოა, 100-ზე მეტიც იყოს“,-განაცხადა თურნავამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრისას მიმდინარე წლის ივლისში განაცხადა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქონების ეროვნული სააგენტო საქართველოს მასშტაბით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პროაქტიული გაყიდვებისა და ეკონომიკურ ბრუნვაში ეფექტურად ჩართვის მიზნით, დაინტერესებულ ბიზნეს სუბიექტებს უახლოეს პერიოდში 100 ახალ საპრივატიზებო ქონებას შესთავაზებდა.
სიახლეები
- “აგენტების კანონის” საკომიტეტო განხილვიდან ანრი ოხანაშვილმა 7 დეპუტატი გააძევა
- ''ოპოზიციამ ხალხს მოუსმინოს და ეცადოს, რომ სწორი სამოქმედო გზა ხალხთან ერთად იპოვოს" - იაგო ხვიჩია
- "ვისაც ეჭვი ეპარება, რა ხდება ქვეყანაში, უყურეთ სხდომას, სადაც ოპოზიციონერ დეპუტატებს კითხვის დასმის შესაძლებლობას არ აძლევენ - „ოცნება“ ატყუებს იმ ხალხს, ვისაც დღეს ე.წ სახალხო შეკრებაზე მოერეკება" - სალომე სამადაშვილი
- სამარხვო პიცა
- "ჩემი აზრით, საიამ უნდა თქვას, რომ დიახ, ამერიკული ძალა მაფინანსებდა და ამერიკული და ევროპული ძალის ინტერესი იყო, საქართველოს სტრასბურგში სრულყოფილი სარჩელი წარედგინა - ამაში სასირცხვილო არაფერია! " - მამუკა მდინარაძე