"ვისაც ეჭვი ეპარება, რა ხდება ქვეყანაში, უყურეთ სხდომას, სადაც ოპოზიციონერ დეპუტატებს კითხვის დასმის შესაძლებლობას არ აძლევენ - „ოცნება“ ატყუებს იმ ხალხს, ვისაც დღეს ე.წ სახალხო შეკრებაზე მოერეკება" - სალომე სამადაშვილი
ვისაც ეჭვი ეპარება, რა ხდება ქვეყანაში, უყურეთ სხდომას, სადაც ოპოზიციონერ დეპუტატებს კითხვის დასმის შესაძლებლობას არ აძლევენ, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან საზოგადოებას სიფხიზლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ „ხვალ კიდევ უფრო ბევრი უნდა ვიბრძოლოთ ოკუპაციის წინააღმდეგ“.
„რუსული ხელისუფლების წარმომადგენელი უმრავლესობა, ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს, რომ ქვეყანაში დემოკრატია გააუქმოს, ძალისმიერად წაართვას ქართველ ხალხს ევროპული მომავალი. ამ კანონის პირველი მოსმენით დამტკიცების შემდეგ მოხდა რამდენიმე მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოვლენა. პირველი: ევროკავშირმა გაგვაფრთხილა, რომ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ დაიწყება, სავარაუდოდ კანდიდატის სტატუსი შეჩერდება და ასევე, სავარაუდოდ დაიწყება მსჯელობა უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე. ჩემი შეკითხვა დღეს კომიტეტზე სწორედ ამას უკავშირდებოდა, როგორ შეიძლება ახსნას ამ კანონის საჭიროება, რომელიც ხაზს უსვამს ქვეყნის ევროპულ მომავალს, აკარგვინებს საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლას.
მეორე: ამერიკის შეერთებული შტატები გადახედავს სტრატეგიულ მხარდაჭერას ამ ხელისუფლების პირობებში, ჩვენი ქვეყნის ფინანსურ დახმარებას. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ერთგულ მეგობრად რჩება. მინდოდა პასუხი მომესმინა კითხვაზე, რა ღირებულებას წარმოადგენს რუსული კანონი აგენტების შესახებ ისეთს, რომ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს და მასთან ურთიერთობებს შეექმნას საფრთხე.
დღეს ვისაც ეჭვი ეპარება რა ხდება ქვეყანაში, უყურეთ სხდომას, სადაც ოპოზიციონერ დეპუტატებს კითხვის დასმის შესაძლებლობას არ აძლევენ. ამ კანონის მიღება რა აუცილებლობას წარმოადგენს, თუ ეს ნიშნავს სახელმწიფოებრიობის, ევროპული მომავლის, უვიზო მიმოსვლის და თავისუფალი მომავლის დაკარგვას? პასუხები ამ ყველაფერზე „ქართულ ოცნებას“ არ აქვს. მათ შორის, იმ ხალხს ატყუებს, ვისაც მოერეკება პარლამენტის წინ ე.წ სახალხო შეკრებაზე“,- აღნიშნა სამადაშვილმა.
სიახლეები
- " ტრამპი „დიფ სთეითს“ თუ დაამარცხებს, მსოფლიოში მშვიდობა იქნება, ამ ბრძოლაში თუ წააგებს, ქართველები ვართ, ურდოებისთვის გაგვიძლია, ჩვენს ენას, სარწმუნოებას ყოველთვის დავიცავთ" - ირაკლი ზარქუა
- პუტინმა გამარჯვების დღე მიულოცა ქართველ ხალხს და ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერებს
- "გიორგი გახარია ახლა ცდილობს როგორმე შეინარჩუნოს მოწინავე პოზიცია ამ დესტრუქციული პოლიტიკური სუბიექტების ხროვაში" - გიორგი ვოლსკი
- "მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას ომში გაეგზავნა მეომრები, დაეწესებინა სანქციები და ჩაეკეტა ცა, ჩვენი მოქალაქეების ხელით გვითრევდნენ ომში" - შალვა პაპუაშვილი
- " მაქვს პატივი, რომ პირველად მოვხვდი იმ ადამიანების სიაში, რომლებიც სანქცირდებიან თავის სამშობლოსთვის თავდადებისთვის და სამშობლოსთვის ბრძოლისთვის, ჯო ვილსონი შალვა ნათელაშვილის კატეგორიის პოლიტიკოსია" - ნინო წილოსანი „მეგობარ აქტზე“