ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით 30-ე სხდომა გაიმრთა
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით 30-ე სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები დაამტკიცა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
ცვლილება შევიდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის № 1 დადგენილებაში;
საკითხის თანახმად უქმდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების წესი (გარდა ლიფტებისის სრული რეაბილიტაციისა და მაღალსართულიანი ბინების ეზოს ფურნიტურის მოწყობისა);
დამტკიცდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების ძირითადი საშუალებების გასხვისების, სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესი.
წარმოდგენილი იქნა ქუთაისის მუნიციპალიტეტის სოციალურ საკითხთა სამსახურის მიერ გაწეული პირველი კვარტლის ანგარიში.
საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ქუთაისში სახალხო ხელოვნების ფესტივალი გაიმართება, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის EU4Culture ხელშეწყობით მოეწყობა. ქუთაისის სახალხო ხელოვნების ფესტივალი კი ხელს შეუწყობს ქალაქის კულტურის განვითარების სტრატეგიის მდგრადობას დინამიური კულტურული ეკოსისტემის განვითარებას. ცვლილება შევიდა საკრებულოს 2021 წლის 16 მარტის №359 განკარგულებაში,რომლის შესაბამისადაც იცველბა საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა.
ცვლილება შევიდა საკრებულოს 2023 წლის 29 მარტის №177 განკარგულებაში,რომლის თანახმადაც შეიცვა საპრივატიზაციო ობიექტების გეგმა.
საკითხის თანახმად სახელმწიფოს უსასყიდლოდ, საკუთრებაში, შემდგომში განკარგვის მიზნით გადაეცემა, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ: ქალაქ ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზირი №32ა-ს დასავლეთით მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №03.01.21.901; ფართობი: 596.00 კვ.მ).
ცვლილება იქნა შეტანილი საკრებულოს 2023 წლის 25 იანვრის №164 განკარგულებაში, რომლის თანახმადაც, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, ბენზინგასამართი სადგურებისათვის სარგებლობაში გადაეცემა ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას.
საკითხის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ბიბლუსს“ 2026 წლის 15 იანვრამდე, იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაეცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. საიჯარო თანხად კი "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" მიერ განისაზღვრა.
თანხმობა მიეცა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს, იოსებ ხახალეიშვილს, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, მოძრავი ქონების,კერძოდ, გარე განათების მეორადი სანათების (სულ 870 (რვაას სამოცდაათი) ერთეული) პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით, უვადო სარგებლობაში გადასცეს თერჯოლის მუნიციპალიტეტს.
სააქციო საზოგადოება ,,სილქნეტს“ (საიდენტიფიკაციო კოდის №204566978), პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, 5 წლის ვადით სარგებლობაში გადაეცა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება. (გარე განათების კონსტრუქციის ბოძი).
საკითხის თანახმად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სიმღერის აკადემიას“ პირდაპირი წესით სასყიდლით, აღნაგობის ფორმით, 20 წლის ვადით სარგებლობაში გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"