ქუთაისის "ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს" წევრები განცხადებას ავრცელებენ
ქუთაისის "ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს" წევრები განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც FirstNews.ge უცვლელად გთავაზობთ:
„ჩვენ, ქუთაისის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს წევრები ვაცნობიერებთ რა, რომ სახელმწიფო თუ მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების პროცესში მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის როლი, განსაკუთრებით კი - ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წვლილი და მათი ჩართულობა.
ვფიქრობთ, რომ წლების განმავლობაში ახალგაზრდული სფეროს და ეკოსისტემის განვითარებაში, დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა და ადგილობრივი ორგანიზაციების ჩართულობა არ შეიძლება იყოს დაუფასებელი და “უცხოური გავლენის ინტერესების გამტარი”.
ჩვენ, ქუთაისის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლები ვემიჯნებით საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
მოვუწოდებთ, მთავრობას და პარლამენტს, არ დაიშუროს ძალისხმევა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში და არ დააყენოს ჩვენი ევროპული არჩევანი რისკის ქვეშ, რაც ქუთაისელი ახალგაზრდების გამოხატული ნებაა,“- ნათქვამია განცხადებაში.
„ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო''-ში 27 წევრია, განცხადებას ხელს აწერენ საბჭოს შემდეგი წევრები:
• ნინო ბუცხრიკიძე - საგანმანათლებლო ცენტრი “სხვა სკოლა”;
• ირაკლი თევზაძე - სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი”;
• თეონა ფურცხვანიძე - სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის ცენტრი;
• საბა ხაბულიანი;
• ნინი გორგოძე;
• ლანა ჟორჟოლიანი;
• ლიზი ჯავახაძე;
• მარიამ ბენიძე;
• შაქრო კლდიაშვილი;
• დავით ხაჩიძე.
სიახლეები
- "ძალადობა, ვანდალიზმი, თავდასხმა სამართალდამცველებსა და საჯარო ინსტიტუტებზე სცდება მშვიდობიანი პროტესტის ნებისმიერი განმარტების ზღვარს"
- "მელიამ პოლიციას თავი დააჭერინა და უნდათ სხვაზე გადაიტანონ" - მამუკა მდინარაძე
- "უკრაინის ქალაქებზე რუსეთის დარტყმებით ძალიან იმედგაცრუებული ვარ" - დონალდ ტრამპი
- "პოლიციელებს მადლობას ვუხდი თავდადებისთვის, მადლობა თქვენს ოჯახებს, მშობლებს, მეუღლეებს, თქვენს შვილებს" - გელა გელაძე
- "ჩვენი მიზანია, შევქმნათ გარემო, სადაც თითოეული პოლიციელი თავს დაცულად და კიდევ უფრო დაფასებულად იგრძნობს" - ირაკლი კობახიძე