რამდენს იზარალებს საქართველოს ეკონომიკა COVID-19-ის გამო
კორონავირუსის გამო საქართველო მილიარდობით ლარს კარგავს.
მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ფინანსურ დანაკარგთან დაკავშირებით პროგნოზი ჯერჯერობით არ კეთდება, თუმცა, ექსპერტულ წრეებში ზარალს ითვლიან და აცხადებენ, რომ ეპიდემია ქვეყნის ეკონომიკას, მეორე კვარტალში დაახლოებით 3 მილიარდ ლარამდე დააზარალებს. რაც შეეხება გლობალურ ზარალს, აზიის განვითარების ბანკის დღეს გამოქვეყნებული (ADB) ანგარიშის მონაცემით, შეამცირებს. პანდემიის შედეგად შესაძლოა 5.8-დან 8.8 ტრილიონ აშშ დოლარამდე იზარალოს, რაც მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6.4%-დან 9.7%-მდეა.
ეკონომისტ რამაზ გერლიანის გათვლით, საქართველოში ეკონომიკურმა დანაკარგმა მეორე კვარტალში შეიძლება, 2 მილიარდ ლარს მიაღწიოს, ხოლო წლიურ ჭრილში ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, 4 მილიარდ ლარს გადააჭარბებს.
,,მეორე კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა დაახლოებით 2 მილიარდ ლარამდე დაკარგავს. თუმცა ეს მაჩვენებელი გაიზრდება და 2020 წლის ბოლოს 4-5 მილიარდ ლარს მიაღწევს, ესეც იმ შემთხვევაში, თუკი კრიზისი წლის ბოლომდე არ გასტანს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ფინანსური რესურსი, რომელსაც ქვეყანა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ღებულობს, განიკარგოს სწორად და ეკონომიკის სტუმულირებას მოხმარდეს. ამის მერე გვექნება შედეგი, რის საშუალებით შოკის ნაცვლად, ეკონომიკურ ზრდას მივიღებთ. მსგავი ღონისძიებების გატარება დაეხმარება როგორც ბიზნესს, ასევე ფიზიკურ პირებსაც, რომ გამოწვევას გაუმკლავდნენ. ეს იქნება გადატვირთვის ეფექტი, ასე ვთქვათ, მაშველი რგოლი ეკონომიკისთვის", - აცხადებს რამაზ გერლიანი.
რაც შეეხება კრიზისის გავლენას მოსახლეობაზე, გერლიანი ფიქრობს, რომ ის მოქალაქეები, რომლებიც ნომინალურ შემსოავალს იღებდნენ, ეპიდემიის გამო თვიურად 600-700 ლარის ფარგლებში დაკარგავენ. ზოგ შემთხვევაში შეიძლება - მეტსაც.
სიახლეები
- ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება ხორციელდება, რომლის მიღების შედეგადაც, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება
- ქათამი თაფლითა და ფორთოხლით
- მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
- შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილთან და ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- " ჩვენ არ ვართ კოლონია, დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო ვართ - ევროპაში თავაწეული დავდივარ, რატომ უნდა წამომარტყას ვიღაცამ?" - კახა კალაძე