ავტორიტეტული სამეცნიერო გამოცემა ScienceAlert იუწყება, რომ ესპანეთში აღმოჩენილ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან არქეოლოგიურ კოლექციაში მეცნიერებმა არამიწიერი წარმომავლობის მეტალი აღმოაჩინეს. საუბარია ბრინჯაოს ხანის ცნობილ საგანძურზე, რომელიც ქალაქ Villena-სთან, ალიკანტეს პროვინციაში, არის ნაპოვნი.
ხშირად ყველაზე მარტივი პროდუქტები ყველაზე დიდ ძალას მალავენ. ცნობილი ინფლუენსერი და ჰოლისტიკური ჯანდაცვის ექსპერტი, არუნ ხათრი, სოციალურ ქსელში წიწიბურას ფენომენალურ თვისებებზე საუბრობს და გვიხსნის, რატომ არის ის „სუპერპროდუქტი“ ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
თითოეული ახალი დღე შანსია, რაღაც შევცვალოთ - დავიწყოთ ახალი ვარცხნილობით ან უბრალოდ უარი ვთქვათ იმაზე, რაც გვამძიმებს. 16-დან 22 თებერვლამდე პერიოდი სწორედ ასეთი გარდამტეხი იქნება
ვერძი
ირგვლივ მყოფი ადამიანები ცნობისმოყვარედ გადევნებენ თვალს, რაც თქვენი უცნაური და იდუმალი ქმედებებით იქნება გამოწვეული.
კურო
ერიდეთ გაღიზიანებას. ნუ იჩქარებთ, გამოიჩინეთ გონიერება და მოთმინება. ნებისმიერ მნიშვნელოვან საქმეებში, დროა, ძირფესვიანად გაერკვეთ.
ტყუპები
მთელი თქვენი ძალები მიზნისკენ მიმართეთ, ნუ შეუშინდებით სიძნელეებსა და დაბრკოლებებს.
კირჩხიბი
იყავით მაქსიმალურად ყურადღებით, რათა არ დაუშვათ შეცდომა სამსახურებრივ საკითხებში.
ლომი
მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო შეხვედრებისთვის მოემზადეთ, ნებისმიერ საქმეს ყურადღებითა და გულისყურით მოეკიდეთ.
ქალწული
ცვლილებებისთვის სასიკეთო დროა, ახლა ახლებურად უნდა შეხედოთ ცხოვრებისეულ საკითხებს.
სასწორი
თქვენი პიროვნული სიძლიერე კარგად გამოვლინდება სამსახურებრივ საქმეებში და მიღებულ შედეგებში.
მორიელი
გადაანაწილეთ ძალები და აქცენტი გააკეთეთ უფრო მნიშვნელოვანზე, ნუ გადაიღლებით.
მშვილდოსანი
ეს დღე ახალ ნაცნობობას და ურთიერთობებს დაუთმეთ. გააღრმავეთ ცოდნა და იყავით ინფორმაციის მიმღები.
თხის რქა
მთელი არსებით ჩაეფლობით საქმეებში, ყველაფერი თქვენი მოსაგვარებელია, დრო არ ითმენს, საქმეების გადადებას ვარსკვლავები დღეს არ გირჩევენ.
მერწყული
როგორც იქნა, თავს გაართმევთ, ან დაიხსნით ძველი პრობლემებისგან, არის ალბათობა, გაემგზავროთ, ან დაგეგმოთ სხვა ქვეყანაში გამგზავრება.
თევზები
სახლსა თუ სამსახურში, საჭირო და შეუცვლელი პერსონა ხართ. ტაქტის, გონიერების და კარგი თვისებების გამოყენებით , შესანიშნავ შედეგებს მიიღებთ.
