თებერვალი 07 2026 წაკითხვა 267 ჯერ

„ის უამრავ მინერალს შეიცავს“, „წნევის მატებას არ იწვევს“, „ბუნებრივი პროდუქტია“ - ზღვის მარილს რა თვისებას არ მიაწერენ... მისი შემადგენლობა ჩვეულებრივი სუფრის მარილისგან მართლაც განსხვავდება, მაგრამ ღირს თუ არა ერთის მეორით ჩანაცვლება ჯანსაღი ცხოვრების წესის თვალსაზრისით?

თებერვალი 07 2026 წაკითხვა 197 ჯერ

დღეს უმაღლესი განათლების სისტემა, რბილად რომ ვთქვათ, არის მძიმე მდგომარეობაში. ჩვენი სისტემა ვერ აწვდის სათანადო ხარისხის განათლებას ქართველ სტუდენტებს და ჩვენი ამოცანაა ამ ყველაფრის თვისებრივად, არსებითად გამოსწორება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის და პროფესორების შეხვედრაზე.

თებერვალი 05 2026 წაკითხვა 199 ჯერ

ვერძი

თებერვალი 05 2026 წაკითხვა 169 ჯერ

ვერძი:

წარმატებული დღეა განსაკუთრებით, კარიერული წინსვლისთვის. შეგიძლიათ წამყვანი პოზიციების დაკავება და ამბიციური გეგმების განხორციელება.

კურო:

პიროვნული ზრდისა და ფინანსური სტაბილურობის პერიოდი. სოციალური კავშირების გაძლიერება და ახალი პროექტების დაწყება ხელსაყრელი იქნება.

ტყუპები:

ინტელექტუალური და სოციალური განვითარებისთვის ხელსაყრელი დროა. ახალი შესაძლებლობები და პროექტები თქვენს წინაშე გაიხსნება.

კირჩხიბი:

ტრანსფორმაციისა და ზრდის პერიოდი იწყება. შესაძლოა პირად ცხოვრებაში ცვლილებები და ახალი შესაძლებლობები.

ლომი:

დღე სტაბილურობასა და ფინანსური შესაძლებლობების გაფართოებას მოიტანს. შესაძლოა, კარიერული წინსვლა და ახალი პროექტების დაწყება.

ქალწული:

სტაბილურობისა და ფინანსური შესაძლებლობების გაფართოების პერიოდი იწყება. შესაძლოა, ახალი ცოდნის მიღება და გამოცდილების გამოყენება დაწინაურებისთვის.

სასწორი:

გექნებათ შესაძლებლობა, დაიწყოთ თქვენი ოცნების საქმე და კარიერულად დაწინაურდეთ. ენერგია და მოტივაცია დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში.

მორიელი:

განახლებისა და ახალი შესაძლებლობების პერიოდი იქნება.შესაძლოა პირად ცხოვრებაში ცვლილებები და ახალი პროექტების დაწყება.

მშვილდოსანი:

თებერვალი, მშვილდოსნებისთვის, ზოგადად, ცვლილებების თვე იქნება. შეძლებთ, რთული დაბრკოლებების გადალახვას, რაც დიდ მოტივაციას მოგცემთ.

თხის რქა:

პირადი და პროფესიული იდეალების გადახედვის პერიოდი იწყება. დღე შესაძლებლობას მოგცემთ, ახალი პროექტები დაიწყოთ.

მერწყული:

დღეს, შესაძლოა, ახალი შესაძლებლობები გამოგიჩნდეთ, ხელიდან არ გაუშვათ შანსი და აკონტროლეთ ემოციები.

თევზები:

განახლებისა და ახალი შესაძლებლობების დროა. შესაძლოა, პირად ცხოვრებაში ცვლილებები მოხდეს.

თებერვალი 03 2026 წაკითხვა 192 ჯერ

ვერძი

თებერვალი 03 2026 წაკითხვა 217 ჯერ

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 82 ხმით 8-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს.

საკითხი განსახილველად განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ წარადგინა და კანონმდებლებს კანონპროექტით გათვალისწინებული ძირითადი სიახლეები გააცნო.

მომხსენებლის განმარტებით, სრული ზოგადი განათლება გახდება არანაკლებ 11 და არაუმეტეს 12 წელი. დაწყებითი განათლება იქნება 6 წელი (I−VI კლასი), საბაზო – 3 წელი (VII− IX კლასები) და საშუალო – 2 წელი (X და XI კლასები). ასევე, ნებაყოფლობით ემატება ერთი წელი – XII კლასი.

მისი თქმით, გადაწყვეტილება მიღებულია სკოლაში სწავლის დაწყების ასაკთან დაკავშირებით. ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი იქნება 6 წელი, რომელიც პირს 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება.

მომხსენებლის ინფორმაციით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებისთვის სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმის ტარება, რომლის ნიმუშსაც დაამტკიცებს სამინისტრო.

ზვიად გაბისონიას თქმით, გაუქმდება სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესი, ვინაიდან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო შექმნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო სასკოლო სახელმძღვანელოს, უზრუნველყოფს მის ბეჭდვასა და მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემის მიზნით, შესაბამისი სკოლებისთვის მიწოდებას.

ცვლილებების თანახმად, მოსწავლის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მასწავლებელს, ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომელს 3 წლის განმავლობაში შეეზღუდება, დასაქმდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

აგრეთვე სამინისტრო დაამტკიცებს საჯარო სკოლებში მოსწავლეთა მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების (მათ შორის, მობილური ტელეფონის) გამოყენების ზოგად წესს.

გვერდი 3 სულ 174
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.