ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-მ 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
„არჩევნებისთვის მზადების პროცესში საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, კანონმდებლობით შესაძლებელი უადრესი ვადის გათვალისწინებით, საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით წილისყრის პროცედურა დღევანდელ სხდომაზე გაიმართა. აღსანიშნავია, რომ რიგითი ნომრების განაწილების პროცესი ლაივრეჟიმში გადაიცემოდა და ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა, თვალყური ედევნებინა აღნიშნული პროცედურებისთვის. სხდომას ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლებიც ესწრებოდნენ“, – ნათქვამია ცესკო-ს ინფორმაციაში.
როგორც ცესკო-ში აცხადებენ, საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრები ცესკო-მ როგორც წილისყრით, ისე შესაბამისი უფლებამოსილი პარტიების მიერ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში (არაუგვიანეს 17 ივლისი) წარდგენილი განცხადებების საფუძველზე მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე განსაზღვრა.
საარჩევნო სუბიექტებს განესაზღვრათ შემდეგი რიგითი ნომრები: №1 – „კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებელი“; №2 – „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“; №3 – „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“; №4 – „ახალი ერთობა გვარამია მელია“; №5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; №6 – „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“; №7 – „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“; №8 – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; №9 – „ლელო საქართველოსთვის“; №10 – „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“; №11 – „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“; №12 – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“; №13 – „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია“; №14 – „მესამე გზა“; №15 – „სამართლიანობისთვის“; №16 – „შეცვალე საქართველო“; №17 – „საქართველო“; №18 – „პროგრესი და თავისუფლება“; №19 – „დემოკრატთა ალიანსი“; №20 – „თავისუფალი საქართველო“; №21 – „ტრიბუნა“; №22 – „კანონი და სამართალი“; №23 – „თავისუფალი არჩევანი – ახალი ალტერნატივა“; №24 – „მწვანეთა პარტია“; №25 – „გახარია საქართველოსთვის“; №26 – „მემარცხენე ალიანსი“; №27 – „ქართველთა ერთობა“; №36 – „ახალი პოლიტიკური ცენტრი“; №41 – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“; №48 – „ანა დოლიძე – ხალხისთვის“.
სიახლეები
- “გახარიას და “ლელოს” გადაწყვეტილება სწორია"- სანდრო თვალჭრელიძე
- დაუპირისპირდება თუ არა სალომე ზურაბიშვილი კახა კალაძეს თბილისის მერის არჩევნებში?!
- ქუთაისში საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი" საზეიმოდ დაიხურა
- “არჩევნების დღეს ხელისუფლება ვერ ილაპარაკებს გადატრიალებაზე - ეს დღე ერთადერთია, როდესაც ძალაუფლება ჰაერშია და ის უბრუნდება ხალხს”
- გსურს, რომ შენმა შვილმა გააუმჯობესოს ინგლისური და ამავდროულად დაუვიწყარი ზაფხული გაატაროს? - American Camp ბაკურიანში