"13:00 საათის მდგომარეობით, კომისიებში შესულია 50 განცხადება და საჩივარი, მწყობრიდან სულ გამოვიდა ვერიფიკაციის 3 აპარატი და ხმის მთვლელი 7 აპარატი" - ნათია იოსელიანი
13:00 საათის მდგომარეობით, შესულია 50 განცხადება და საჩივარი, მწყობრიდან სულ გამოვიდა ვერიფიკაციის სამი აპარატი და ხმის მთვლელი შვიდი აპარატი, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელება აზიანებს საარჩევნო პროცესს.
„საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი გრძელდება. სამწუხაროდ, გარკვეულ შემთხვევებში კვლავ ფიქსირდება საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობის პროცესის ხელის შეშლის ფაქტები. სოციალურ ქსელებსა და მედიაში გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელება აზიანებს საარჩევნო პროცესს. ამიტომ კვლავ მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს, პატივი ვცეთ ამომრჩევლებს და ხელი შევუწყოთ მათი ნების გამოვლენას მშვიდ გარემოში.
გავრცელდა სხვადასხვა ინფორმაცია ტექნოლოგიებთან დაკავშირებით. გვინდა, მოგაწოდოთ დაზუსტებული ინფორმაცია საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზების შესახებ, რომელიც დაფიქსირდა ამ დრომდე. სულ მწყობრიდან გამოვიდა ვერიფიკაციის სამი აპარატი და ხმის მთვლელი შვიდი აპარატი. თუმცა ამ უბნებზე პროცესი არ შეჩერებულა და კენჭისყრა სხვა აპარატებით გრძელდება. ამასთან, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველს აძლევენ წინასწარ მონიშნულ ბიულეტენს. ამომრჩეველს ბიულეტენის აღებისთანავე აქვს შესაძლებლობა, გადაამოწმოს ის, შესაბამისად ეს ინფორმაცია არის მანიპულაციური და ემსახურება კენჭისყრის პროცესის დაზიანებას“, – აღნიშნა იოსელიანმა.
იოსელიანმა აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია კანონმდებლობის შესაბამისად შეისწავლის საარჩევნო კომისიებში შესულ განცხადებებს.
„ვრცელდება ცრუ ინფორმაცია მარკირების სითხესთან დაკავშირებითაც. დაინტერესებული მხარეები ირწმუნებიან, რომ, მარკირების სითხის ნაცვლად, ამომრჩეველს წყალს ასხამენ. მე ახლა თან მაქვს მარკირების სითხე და მისი შესამოწმებელი ფანარი. ბრიფინგის დასრულების შემდგომ შეგიძლიათ, თავად გადაამოწმოთ და დარწმუნდეთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე.
13:00 საათის მდგომარეობით საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 50 განცხადება/საჩივარი, რომელიც ძირითადად შეეხება შემდეგ საკითხებს: ფარულობის დარღვევა; მარკირების წესის დარღვევა; უბნის გარეთ მომხდარი ფაქტი; აგიტაცია; უბნიდან გაძევება და დამკვირვებლის/წარმომადგენლის უფლებების დარღვევა. საარჩევნო ადმინისტრაცია კანონმდებლობის შესაბამისად შეისწავლის მათ და ექნება შესაბამისი რეაგირება. გვინდა, გაცნობოთ სამწუხარო ინფორმაცია. ფოთის მე-15 საარჩევნო უბნის წევრი ნიკოლოზ ლომინაძე გახდა ცუდად, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. საარჩევნო ადმინისტრაცია მწუხარებას გამოთქვამს მისი გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს ოჯახს“, – განაცხადა იოსელიანმა.
სიახლეები
- "მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ - ვერ აჩერებენ და ვერ გააჩერებენ!" - სალომე ზურაბიშვილი
- 21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ზურა ჯაფარიძეს ციხიდან ამ ფორმით გათავისუფლება სადისტური რეჟიმის სიმხდალის დემონსტრირებაა, შეშინებული რუსი ყველაფრის მკადრებელია" - ირაკლი კუპრაძე
- "პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას" - ზურაბ ჯაფარიძე
- "პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს"
