ყიზილაჯლოში, 74-ე საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
ყიზილაჯლოში, 74-ე საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მივიდნენ საარჩევნო უბანზე და პროვოკაციის მოწყობას ცდილობდნენ. მათივე განცხადებით, გაუშვეს ცრემლსადენი გაზი როგორც საარჩევნო უბანში, შიგნით, ისე უბნის ტერიტორიაზე, ეზოში.
მომხდართან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, გიორგი მუმლაძემ, რომელმაც განმარტა, რას უკავშირდებოდა საარჩევნო უბანზე დაპირისპირების დაწყება.
„უბნიდან აგდებდნენ კონკრეტულ დამკვირვებელს, რომელიც იყო ორგანიზაციიდან – „ჩემი ხმა ევროკავშირს“. მოვედით, რათა გაგვეგო, რა ხდებოდა. ამის შემდეგ დაიწყო ჩხუბი, თავს დაგვესხნენ. ბანდა დაგვესხა თავს“, – განაცხადა გიორგი მუმლაძემ.
ამასთან, უშუალოდ უბანზე მყოფი ერთ-ერთი პირი ამბობს, რომ უბანზე მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, რომლებსაც გაზის ბალონები ჰქონდათ თან: „ეს ადამიანები იყვნენ „ნაცები“. გაზის ბალონებით იყვნენ მოსული“.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, გაზის ბალონები ტერიტორიაზე მართლაც აღმოჩნდა.
ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, რაც ადგილზე პოლიცია მივიდა.
სიახლეები
- "მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ - ვერ აჩერებენ და ვერ გააჩერებენ!" - სალომე ზურაბიშვილი
- 21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ზურა ჯაფარიძეს ციხიდან ამ ფორმით გათავისუფლება სადისტური რეჟიმის სიმხდალის დემონსტრირებაა, შეშინებული რუსი ყველაფრის მკადრებელია" - ირაკლი კუპრაძე
- "პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას" - ზურაბ ჯაფარიძე
- "პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს"
