,,რომც არ გსურდეთ ამის მიღება, ეს დემოკრატიული არჩევნები იყო, მკაფიო გამარჯვებულით" - ევროპარლამენტარი ჰანს ნოიჰოფი
რომც არ გსურდეთ ამის მიღება, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები კორექტულად იქნა ჩატარებული, ეს დემოკრატიული არჩევნები იყო მკაფიო გამარჯვებულით, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ჰანს ნოიჰოფმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.
„საპარლამენტო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წევრი ვიყავი, იქ ვიყავი ადგილზე, ვიგრძენი, რომ იქ ზეწოლის არანაირი გრძნობა არ იყო. ოპოზიციას თავისუფლება ჰქონდა არჩევნებში გამოსულიყო და საშუალება ჰქონდა მთავრობის თავისი კრიტიკა წარედგინა. ეუთოს დილის ბრიფინგი ამბობდა, რომ იყო დაძაბული, მაგრამ ძალიან კარგად ჩატარებული არჩევნები. რამდენიმე ინციდენტი დაფიქსირდა, მაგრამ არცერთი, რომელიც არჩევნების საერთო სამართლიანობაზე მოახდენდა გავლენას. ქართველები ჭკვიანი ხალხია, მათ იციან, რომ მათი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა მნიშვნელოვანია. მათ არ სურთ ძალების ბლოკებს შორის კონფლიქტში ჩათრევა. ქართველები ამაყი ხალხია, ისინი ღია არიან ევროპისთვის, მაგრამ მათ არ სურთ ბრიუსელის “ცისარტყელას” დღის წესრიგისთვის დანებება. პატივი ვცეთ საქართველოს დემოკრატიულ არჩევანს, პატივი ვცეთ ქვეყნის სუვერენიტეტს. ვისწავლოთ საქართველოსგან, რომ მსოფლიო წესრიგში ჩვენს პოზიციაზე ზედმეტი წარმოდგენა არ შევიქმნათ”, - განაცხადა ჰანს ნოიჰოფმა.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
