“ხელისუფლების შეცვლა ამ საარჩევნო სისტემით შეუძლებელია”
“ამ საარჩევნო სისტემით გამარჯვება, უბრალოდ, შეუძლებელია. ძალიან დიდ ფულთან გვაქვს საქმე - ყიდულობენ ნებისმიერს, ხარჯავენ იმდენ ფულს, რამდენითაც იყიდიან არჩევნებისთვის საჭირო ხმებს, ჩვენ კი ვერაფერს ვუპირისპირებთ ამ დიდ ფულს...”
- აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი დიპლომატი მამუკა გამყრელიძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მამუკა გამყრელიძე - “ხელისუფლების შეცვლა ამ საარჩევნო სისტემით შეუძლებელია” / “ოცნებამ 23%-იც რომ აიღოს და მაჟორიტარები გაიყვანოს, ისევ უმრავლესობას მიიღებს”.
“2020-ში ბოლო მაჟორიტარული არჩევნებია და და ამ მაჟორიტარული არჩევნებით სიცოცხლეს იხანგრძლივებს “ოცნება”. 73 მაჟორიტარია ამ პარლამენტში და ყველა “ოცნებისაა”. 2020-შიც ძალიან ბევრს გაიყვანს. ვთქვათ, გაიყვანა 70 მაჟორიტარი, სიით 23%-ის აღება იქნება საკმარისი იმისთვის, რომ “ქართულმა ოცნებამ” კონსტიტუციური უმრავლესობა მიიღოს. წარმოგიდგენიათ, როგორც დისონანსი იქნება ხალხის ხმასა და იმ მდგომარეობას შორის, რომელიც პარლამენტში იქნება?! თუნდაც ვერ გაიყვანოს 70 და 50 გაიყვანოს. ამ 23%-ით ის უმრავლესობას მიიღებს. ხელისუფლების შეცვლა ამ საარჩევნო სისტემით შეუძლებელია! მაჟორიტარული სისტემა “ოცნების მოგონილი არ არის, უფრო ადრე იყო შემოტანილი და ჩემი აზრით, დიდი სისულელე იყო, დროა ეს გამოვასწოროთ. ჩვენ ვაგროვებთ ხმებს ამ სისტემის შესაცვლელად, თუმცა არა ვართ დარწმუნებული, რომ ხელისუფლება დათმობს ამას”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა გამყრელიძე.
“არ გამოვრიცხავ, რომ ხალხს ყელში ამოუვიდეს ეს ყველაფერი და გამოვიდეს ქუჩაში. ხელისუფლებას მთლიანად ფეხებზე ჰკიდია საკუთარი მოსახლეობა. ამ ფონზე ვხედავთ ტოტალურ არაპროფესიონალიზმს, განსაკუთრებით სალობე ზურაბიშვილისგან, ასევე სერიოზული არაპროფესიონალიზმია მამუკა ბახტაძისგან - რას ბოდიალობს, ვერ გაიგებ. აღარ ვლაპარაკობ პარალამენტის თავმჯდომარეზე, რომელიც უკვე რობოტად იქცა და შეურაცხყოფის მიყენების მეტს არაფერს აკეთებს. ქალაქის მერზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი დანარჩენებს კი იცით როგორი დამოკიდებულება აქვთ? არც გისმენენ, არ განიხილავენ რჩევებს, რეკომენდაციებს. ასე დიდხანს გაგრძელება აღარ შეიძლება. ამიტომ მხოლოდ არჩევნების იმედად ყოფნა აღარ შეიძლება, რაღაც პროტესტი უნდა იყოს აუცილებლად”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “რატომ არიან ასე აჟიტირებულები სააკაშვილის მხარდამჭერები? სააკაშვილს შეუძლია აქ საპროტესტო მუხტი ააგოროს?” - პასუხობს:
“ეგენი ყოველთვის აჟიტირებული არიან, მაგათ ნუ მივაქცევთ ყურდღებას... ძალიან დაძაბული სიტუაციია საზოგადოებაში. ხალხს უნდა, რომ გამოხატოს პროტესტი, მაგრამ არ არის ლიდერი. არსებული ლიდერშიპი, მათ შორის მეც, არ ცდილობდა ხალხი ქუჩაში გამოგვეყვანას. ამას აზრიც არ ჰქონდა, რადგან ამ არჩევნებით ხელისუფლება არ იცვლებოდა. 2020 წლის არჩევნებით კი ხელისუფლება, შესაძლოა, იცვლება - ყველაზე კარგად ეს საქმე იცის მიხეილ სააკაშვილმა, რადგან იცის, რა უნდა გააკეთოს. რაც შეეხება მანამდე მის ექსტრადიციას, ეს აბსურდია, არავინ მიშას დაკავებას არ დაიწყებს და ეს ამ ხელუფლებამაც გადასარევად იცის. მუხტის აგორება კი ყოველთვის შეუძლია სააკაშვილს. თუ 30 ამ 50 000 კაცი დადგება მის გვერდით მიდი და დაიჭირე, თუ მაგარი ხარ - ეს ფაქტობრივად შეუძლებელია. თუ მისი მხარდამჭრები მოინდომებენ, ეს თავისუფლად შეუძლიათ გააკეთონ... რაც შეეხება ჩვენს გეგმას, გვინდა მოვიაროთ საქართველო, მივიდეთ ხალხთან და ავუხსნათ, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ხოლო 2020 წლის არჩევნებზეც თუ იქნება მოსყიდვა, დაშინება, შანტაჟი, აი, მაშინ ჩვენც შევუერთდებით მიშას მომხრეებს და ჩვენ ვიქნებით ამის ინიციატორები, რადგან რაც ხდება, ამის მოთმენა აღარ შეიძლება”.
სიახლეები
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი
- “ორხელისუფლებიანობა” აფხაზეთში და საქართველო-რუსეთის ფარული მოლაპარაკება
- "ზურაბიშვილის სარჩელს პარლამენტის სხდომის შეფერხება არ შეუძლია, იმდენად უსაფუძვლო და ტუტუცურია" - გია ვოლსკი
- "ნუ ეძახით კობახიძეს პრემიერს და „მთავრობას“ მთავრობას" - მიხეილ სააკაშვილი