“ეს არის ემოციურ ნიადაგზე გაკეთებული განცხადებები - ვფიქრობ, რიგ ოპოზიციურ ძალებს დაელაპარაკებიან ევროპელი კონსულტანტები და მოუწევს ნაწილს მაინც პარლამენტში შესვლა.
„ევროპული საქართველო“ მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერებმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს.
არჩევნები იყო კონკურენტული და ამომრჩევლებმა ფუნდამენტურ თავისუფლებას პატივი სცეს - ამის შესახებ ევროკავშირის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლების, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის, ასევე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოსა და NATO-ს წინასწარი დასკვნებისა და შეფასებებს ეყრდნობა. ევროკავშირის განცხადება, რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.
ცესკოს ბოლო მონაცემებით არჩევნები 2020-ის მეორე ტური რეგიონებიდან 6 მაჟორიტარულ ოლქში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ხაშურში, რუსთავში და თელავში, არჩევნების მეორე ტური იქნება.
კორონავირუსი პრემიერ-მინისტრის დაცვის თანამშრომელს დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. დათვლილია 3847-დან 3847 უბანი.