May 27, 2025

მაისი 14 2022 წაკითხვა 435 ჯერ

რუსული ძალები ხარკოვის მიმართულებით აქტიურ საომარ მოქმედებებს არ ახორციელებდნენ. მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო ქალაქ ხარკოვიდან ჯარების გაყვანის უზრუნველყოფაზე, ოკუპირებული პოზიციებისა და მიწოდების მარშრუტების შენარჩუნებაზე, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული.

მაისი 13 2022 წაკითხვა 435 ჯერ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინის სუვერენიტეტის დათმობა შემომთავაზა, რომ პუტინს სახე შეენარჩუნებინა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მაისი 13 2022 წაკითხვა 356 ჯერ

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 14 მაისს ერთი ამერიკული დოლარი 3.0129 ლარი ეღირება, ევრო – 3.1286 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6730 ლარი.

მაისი 13 2022 წაკითხვა 475 ჯერ

თურქეტის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების მომხრე არ არის.

მაისი 13 2022 წაკითხვა 501 ჯერ

აუცილებელია, რომ ახალი სამოქალაქო საზოგადოება შევქმნათ. ზემოდან არ იქმნება სამოქალაქო საზოგადოება, თქვენგან უნდა წამოვიდეს - ყველაფრის გადაბრალება პოლიტიკურ პარტიებზე არ გამოვა. კი არის მათი პასუხისმგებლობაც, რომ ვერ მონახეს პოლიტიკური ენა, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება არ უნდა ითმენდეს და ამის წინააღმდეგ უნდა იყოს მომართული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში, ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში, სტუდენტებსა და საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პოლარიზაციისა და პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირების გაგრძელება არ შეიძლება.

„მე, როცა პრეზიდენტად ამირჩიეს, გადავწყვიტე რეგიონებში მევლო და ჩვენს საზოგადოებასთან ბევრად უფრო ახლოს ვყოფილიყავი არამხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებში. ისე მოხდა, რომ ასე დავიწყე, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ გავაგრძელე. დაიწყო პანდემია, ხელი შეგვეშალა და წელს დავიწყეთ ხელახლა ამ ეროვნული თანხმობის პროცესის ირგვლივ შეხვედრების დაგეგმვა. როცა უნდა ჩავსულიყავით ახალციხეში, დაიწყო უკრაინაში ომი. ამის მიუხედავად, აუცილებელია გავაგრძელოთ ეს პროცესი. მაინტერესებს თქვენი ყველას მოსაზრება. თუ სადმე წარსულში, სამოქალაქო საზოგადოება არსებობდა, ეს არის ქუთაისი. აქ დაიწყო ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოძრაობა. ჩვენც გვყავს ჩვენი დემოკრატიის მამები, რომლებიც, ძირითადად, ქუთაისიდან იყვნენ და აქ აყალიბებდნენ როგორი უნდა ყოფილიყო ქვეყანა, როგორი დამოუკიდებელი, რა პრინციპების მატარებელი. კანონის უზენაესობა, სამართლიანობა, ყველა ეს პრინციპები, რომელზეც ვდგავართ და დღეს გვინდა გავაძლიეროთ, ეს პრინციპები აქ იწყება, ქუთაისიდან. აუცილებელია, რომ ახალი სამოქალაქო საზოგადოება შევქმნათ. ზემოდან არ იქმნება სამოქალაქო საზოგადოება, თქვენგან უნდა წამოვიდეს. ბევრ ახალგაზრდა სახეს ვხედავ და თქვენი, ახალგაზრდების მოვალეობაა, შეიქმნას ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ყველაფრისგან დამცველი იქნება. იარსებებს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება? იარსებებს ყველა ის პრინციპი, რაც ჩამოვთვალე და ქმნის თანამედროვე სახელმწიფოს.

საიდან წამოვიდა ეროვნული თანხმობის იდეა? იქიდან, რომ არ შეიძლებოდა გაგრძელებულიყო პოლარიზაცია და დაპირისპირება. არ შეიძლება რომ გაგრძელდეს, იმიტომ, რომ ჩვენთან ამ პოლარიზაციამ მიიღო მახინჯი ფორმა,.პრაქტიკულად არ არსებობს საკითხი, რომელზეც უცებ არ დაიწყება ეს დაპირისპირება და პოლარიზაცია, რომელიც იღებს საშინელ ფორმებს. ეს არ არის დისკუსია და მოსაზრებების შეჯერება, ეს პირდაპირ გადადის პერსონალურ ლანძღვაზე. ეს არის ის, რაც უნდა შეიცვალოს. ჩვენ არ ვართ შეთანხმებული არც წარსულზე, არც აწმყოსა და არც მომავალზე. ყველაფრის გადაბრალება პოლიტიკურ პარტიებზე არ ვარგა. კი არის მათი პასუხისმგებლობაც, რომ ვერ მონახეს პოლიტიკური ენა, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება ამას არ უნდა ითმენდეს და ამის წინააღმდეგ უნდა იყოს მომართული, ეს რომ არ დაუშვას ამ საზოგადოებაში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მაისი 13 2022 წაკითხვა 644 ჯერ

მზად ვარ, ვესაუბრო პუტინს შუამვლების გარეშე, დიალოგის და არა ულტიმატუმების პირობებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

გვერდი 169 სულ 317
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.