“ზურაბიშვილისგან გეგმას რომ ელოდები, იქ არის დამთავრებული შენი პოლიტიკური პროცესი” – გურამ მაჭარაშვილი
“ზურაბიშვილისგან გეგმას რომ ელოდები, იქ არის დამთავრებული შენი პოლიტიკური პროცესი”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.
” თვითონ ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის უცხოეთს წარმოადგენს, არანაირი რეიტინგი მას არ აქვს და აქედან გამომდინარე, რა გეგმა უნდა წარმოადგინოს სალომე ზურაბიშვილმა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ზურაბიშვილზე ჩამოკიდება არის ძალიან კარგი საქართველოს შემთხვევაში, რადგან როგორი მილევის პროცესში მიჰყავს ზურაბიშვილს “ნაცმოძრაობა” აი ასე წაიყვანს ბოლომდე. რამე ერთიანი მიდგომა რომ ჰქონდეთ, რომელიმე საკითხზე, ამაზეც კი ვერ თანხმდებიან და მათივე არაერთი ლიდერი აღიარებს, რომ ჯერჯერობით, მათ არანაირი რესურსი, არც თვითმმართველობის და არც ნებისმიერ სხვა არჩევნებში გამარჯვებისთვის არ გააჩნიათ”, – ამბობს მაჭარაშვილი.
სიახლეები
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
- საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში გაემგზავრა
- უკრაინის პატრიარქი ფილარეტი კიევში დაკრძალეს
- ,,38 წლის ასაკში დადგა დრო, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და გაცნობოთ ჩემი 17-წლიანი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ” – გურამ კაშია
