"ოკუპანტებს ხარკოვიდან ჯარები გაჰყავთ" - უკრაინის გენშტაბი
რუსული ძალები ხარკოვის მიმართულებით აქტიურ საომარ მოქმედებებს არ ახორციელებდნენ. მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო ქალაქ ხარკოვიდან ჯარების გაყვანის უზრუნველყოფაზე, ოკუპირებული პოზიციებისა და მიწოდების მარშრუტების შენარჩუნებაზე, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, რუსული ძალები სლოვიანსკის მიმართულებით ახორციელებდნენ სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურის საარტილერიო დაბომბვას დოვგენკეს, დოლინას და ჰუსარივკას დასახლებებში.
ამასთან, რუსმა ოკუპანტებმა ჩაატარეს საჰაერო დაზვერვა „ორლან-10“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით ხარკოვის რეგიონის იზიუმის, კაპიტოლივკასა და დიბროვას დასახლებების ტერიტორიებზე.
„დონეცკისა და ტავრიას მიმართულებებში მტერმა გამოიყენა ნაღმტყორცნები, არტილერია, სარაკეტო ყუმბარები და თვითმფრინავები თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისთვის მაქსიმალური დანაკარგების მიყენების მიზნით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
გარდა ამისა, გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგე ცდილობს გააუმჯობესოს ტაქტიკური ვითარება კომიშუვახას, კრასნოჰორივკას, ნოვომიხაილივკას, კოსტიანტინივკასა და პობედას ტერიტორიებზე, თუმცა წარმატების გარეშე.
„ქალაქ მარიუპოლში მტერი აგრძელებს ჩვენი ქვედანაყოფების ბლოკადას „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე. ახორციელებს მასიურ საარტილერიო და საჰაერო დარტყმებს.
ზაპორიჟიეს მიმართულებით, ოკუპირებული ტერიტორიის შესანარჩუნებლად, მიმდინარეობს მოსამზადებელი ღონისძიებები ოკუპანტების მიერ მრავალდონიანი თავდაცვის ასაშენებლად,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.
გენშტაბის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკსა და ლუგანსკში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსი ოკუპანტების 10 შეტევა მოიგერიეს, გაანადგურეს 5 ტანკი, 5 საარტილერიო სისტემა, 6 ჯავშანტექნიკა და 7 მანქანა.
„გასული დღის განმავლობაში, საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა „ორლან-10“ ტიპის სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს”,- აცხადებენ გენშტაბში.
სიახლეები
- ,,სააკაშვილის ფაქტორის ექსპლოატაციის გარდა, დიდი ხანია „ნაცმოძრაობამ“ არაფერი იცის, არც გაუკეთებია და არც შეუძლია"- ნიკა გვარამია
- ,,მიშა არა მხოლოდ სუსტი, არამედ გაფარჩაკებული ნარცისია"- თამარ ჩერგოლეიშვილი
- ,,საქართველოში ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს, ლტოლვილსა და მათ შთამომავალს აქვს უფლება დაუბრუნდეს საკუთარ სახლს"-ანალენა ბერბოკი
- ,,მადლობას ვუხდით ყველა სახელმწიფოს, რომელიც დადგა საქართველოს გვერდით და მხარი დაუჭირა დევნილთა უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უფლებას"- მაკა ბოჭორიშვილი
- გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო
