გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა გამოხატა შეშფოთება იმის გამო, რომ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიო რამდენიმე აქტუალურ მიზანს არ ასრულებს. ამის შესახებ მან კლიმატის კონფერენციის დროს განაცხადა.
თალიბანის მიერ დანიშნული ქაბულის მერმა, ჰამდულა ნომანმა ავღანეთის დედაქალაქის მუნიციპალიტეტში მომუშავე ქალებს მუშაობა აუკრძალა.
რუსეთის პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სროლის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით, სურსათის გლობალური ფასები, აგვისტოში წინა წელთან შედარებით 33%-ით გაიზარდა.
ოთხი ტურისტი, რომელიც კოსმოსში სამი დღის წინ გაფრინდა დედამიწაზე უვნებლად დაეშვნენ.
გაერო-ს ბავშვთა ფონდი განათლების ორგანოებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე გახსნან სკოლები იმ ქვეყნებში, სადაც, პანდემიის დაწყებიდან 18 თვის განმავლობაში, მილიონობით მოსწავლე საკლასო ოთახებში არ დაბრუნებულა.