აშშ-ში 11 სექტემბრის ტერაქტიდან 20 წელი გავიდა
აშშ-ში საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია „ალ ქაიდას“ მიერ განხორციელებული ტერაქტებიდან 20 წელი გავიდა.
ტერაქტთან დაკავშირებით ქვეყანაში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უხელმძღვანელებს.
ჯო ბაიდენი პირველ ლედისთან, ჯილ ბაიდენთან ერთად თავდასხმის სამ ადგილს მოინახულებს. ტერორისტული თავდასხმების დროის შესაბამისად, დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით ექვსჯერ მიაგებენ პატივს.
2001 წლის 11 სექტემბერს, „ალ ქაიდას“ თვითმკვლელმა ტერორისტებმა ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს, რომელთაგან ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბრჯენებს შეეჯახა. კიდევ ერთი თვითმფრინავი ტერორისტებმა ქვეყნის დედაქალაქ ვაშინგტონში პენტაგონს დააჯახეს, ხოლო მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიის მინდორში ჩამოვარდა. 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარ ტერაქტების სერიას აშშ-ში 2 977 ადამიანი ემსხვერპლა.
სიახლეები
- "ქუთაისს ქვეყნის საგანამანათლებლო ცენტრის სტატუსი ოდითგანვე აქვს და მისი განვითარება უნდა მოხდეს" - დავით ერემეიშვილი
- "რატომ მაინც და მაინც 4 ოქტომბერი აქციის დღე? ყოფილიყო 5 ან 6 ოქტომბერი, მაგრამ ეს დღე შეგნებულად ჩაუსვეს იმ ოპოზიციას, ვინც არჩევნებში მონაწილეობს" - პაატა ზაქარეიშვილი
- "ეუთოს დამკვირვებლების მოპატიჟება ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ბევრად უფრო სტრატეგიულად აზროვნებს"- კახა გოგოლაშვილი
- "საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, 4 ოქტომბერს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად დავამხოთ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ" - ანა წითლიძე
- "მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეწყვიტონ მკვლელობები" - ვოლოდიმირ ზელენსკი