ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი „ფოქს ნიუსის“ მიერ შეთავაზებულ დებატებზე უარის თქმის გამო გააკრიტიკა. საკუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ ჰარისს „დაბალი აიქიუ“ აქვს და მას არ ჰყოფნის „გონებრივი შესაძლებლობები“ ტრამპთან დებატებისთვის.
მსოფლიოს უმრავლესობა ამბობს, რომ რუსეთი უნდა იყოს წარმოდგენილი მშვიდობის მეორე სამიტზე, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინა ვერ მიაღწევს მნიშვნელოვან შედეგებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
რუსეთის კაპიტულაცია არ მოხდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
ქრისტიანებო, გამოდით და ხმა მიეცით, ოთხ წელიწადში ხმის მიცემა აღარ მოგიწევთ, ჩვენ ყველაფერს ისე კარგად გამოვასწორებთ, რომ ხმის მიცემა არ მოგიწევთ, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, კონსერვატიული ჯგუფის, Turning Point Action-ის მიერ ორგანიზებულ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
რუსეთი მოლაპარაკებების პროცესისთვის ღიაა, მაგრამ ჯერ უნდა გავიგოთ, რამდენად არის მზად ამისთვის უკრაინული მხარე, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
ჩვენ სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში არ ვერევით, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.