კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკების დროს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სასწრაფო ზავის იდეა წარადგინა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ამჟამინდელი ხელისუფლების, ისევე როგორც ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოზიცია უკრაინის ნატო-ში არ მიწვევასთან დაკავშირებით მსოფლიო ლიდერების პოლიტიკისთვის შეუსაბამოა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა გადაწყვეტს, როდის დაიწყება მოლაპარაკებები აგრესორ ქვეყანასთან - რუსეთის ფედერაციასთან, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ზელენსკიმ შესაბამისი განცხადება კიევში, სლოვენიის პრეზიდენტ ნატაშა პირც მუსართან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
აშშ-ის ქმედებების გამო რუსეთმა უნდა დაიწყოს საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების წარმოება და შესაძლოა, განლაგებაც. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს წევრებთან სხდომაზე განაცხადა.
ისრაელთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, თურქეთი ლიბანის გვერდით დგას, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მმართველი პარტიის, „კანონისა და სამართლიანობის“ პარლამენტარების წინაშე სიტყვით გამოვლისას განაცხადა.
ამერიკის შეერთებული შტატები თვალყურს ადევნებს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის შედეგებს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტრეფიკინგის საკითხებში, სინდი დაიერმა ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.