ბავშვები როდესაც იღუპებიან, იმ დროს პუტინის მოკვლა გინდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეიგანის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ამერიკის არჩევნების შედეგების მიუხედავად, აშშ ნატო-ს ძლიერ მოკავშირედ დარჩება.
რუსეთის ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი ყველა პირი პასუხს აგებს, - ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებზე დღეს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას.
კიევზე რუსეთის თავდასხმების შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა, 72 ადამიანი კი დაშავდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დღევანდელი მასიური თავდასხმის დროს რუსებმა გამოიყენეს 38 სხვადასხვა რაკეტა, ახალი ჰიპერბგერითი იარაღი, მათ შორის „კინჟალის“ და „ისკანდერ ემის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტები, ასევე „ცირკონის“, „ხ-101“-ის, „კალიბრის“, „ხ-22“- ის ტიპის რაკეტები.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს დაუჯერებელ ფაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ მომავალში კიდევ მეტი მოულოდნელი შეხვედრა იქნება.
დონალდ ტრამპი პათოლოგიური მატყუარაა, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „ეიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.