პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო უსაფრთხო დერეფნის შექმნას ითხოვს, რათა ღაზას სექტორის საავადმყოფოებისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიწოდება განხორციელდეს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, უკრაინა თუ დამარცხდება, ეს ევროპის დასასრული იქნება.
„ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უარი განაცხადა ესპანეთის ქალაქ გრანადაში სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან, შეხვედრაზე. მოლაპარაკებები დასავლეთის ქვეყნების ლიდერების შუამავლობით 5 ოქტომბერს უნდა გამართულიყო.
ევროკავშირის წევრებს ცხრა ახალი ქვეყნის – უკრაინის, მოლდოვის, საქართველოსა და ბალკანეთის ექვსი ქვეყნის გაწევრიანება 250 მილიარდ ევროზე მეტი დაუჯდებათ. ამის შესახებ საუბარია სტატიაში, რომელსაც ბრიტანული „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს.
სამოქალაქო და პოლიტიკური ძალების ნაწილი სომხეთის მთავრობას მოუწოდებს, სასწრაფოდ დაიწყოს მოსკოვის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ), ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (ЕАЭС) და დსთ-ს დატოვების პროცედურა და გააკეთოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განაცხადი.