"ნიკა მელია არის ბრიუსელის წახალისებული" - შალვა პაპუაშვილი
2021 წელს ბრიუსელი იყო, ვინც ნიკა მელია წააქეზა, მაშინ ბრიუსელმა გადაუხადა გირაო დაუმორჩილებლობის გამო და ამით წააქეზა საქართველოში კანონის დაუმორჩილებლობისა და ძალადობის ტენდენციები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტზე იყო შტურმი, რასაც ეხებოდა მელიას საქმე.
„შეგახსენებთ, ვინ წააქეზა ეს პროცესები და ნიკა მელია კარგი მაგალითია. 2021 წელს ბრიუსელი იყო, ვინც წააქეზა ის ამ ქმედებაში. მაშინ ბრიუსელმა გადაუხადა გირაო დაუმორჩილებლობის გამო და ამით წააქეზა საქართველოში კანონის დაუმორჩილებლობისა და ძალადობის ტენდენციები.
ბრიუსელი იყო ამისი მონაწილე და გახსოვთ, 20 ივნისის საკითხს ეხებოდა ეს. ახლახან გამოვიდა კიდევ ერთი გადაწყვეტილება 20 ივნისთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დამარცხდა მაშინდელი ოპოზიცია, რომელიც შტურმით იღებდა პარლამენტს. გახსოვთ, მაშინ გვიმტკიცებდნენ, რომ შეშის შეტანა ადამიანის უფლებებიაო და ბრიუსელის დაფინანსებული „ენჯეოები“ ამტკიცებდნენ, რომ შეშა არის დემონსტრაციის თუ აქციის ნაწილი. პირდაპირ თქვა სტრასბურგმა, რომ შეშას მიტინგზე არაფერი ესაქმება. იმედია, ახლა მაინც ჩამოყალიბდებიან და ის ელჩები, „ენჯეოები“ და დონორები, რომლებიც მაშინ თავს ესხმოდნენ საქართველოს ხელისუფლებას, ვინმე თუ იმავეს დააპირებს, ეტყვიან, რომ შეშა არ შეიძლება აქციებზე. აღარ ვამბობ ბოდიშის მოხდა, ბოდიშის მომხდელები ეგენი არაფერში არ არიან,’’- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, სტრასბურგმა აღიარა, რომ 2021 წელს იყო შტურმი პარლამენტზე.
„მაშინ საქართველოს ხელისუფლებაზე იყო თავდასხმა გარედან, მათ შორის ამას ეხება მელიას საქმე, შტურმს პარლამენტზე. ამის გამო გვაჯანჯღარეს გარედან, ქართველ ხალხს ლამის ცხოვრება გაუმწარონ და ბოლოს სტრასბურგი იტყვის, რომ ეს იყო შტურმი. „რუსთავი 2“-ის საქმეში ყველაფერი წესრიგში იყო და აღმოჩნდება, რომ ამ ყველაფრის წყაროა ის ხალხი, რომელიც ბრიუსელის თუ სხვა დედაქალაქის ტრიბუნიდან ღირებულებებზე საუბრობს. თუკი ვინმე არღვევს ევროპულ ღირებულებებს, არის ის ხალხი, ვინც ასეთ პროცესებშია ჩართული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- "ზურა ჯაფარიძეს ციხიდან ამ ფორმით გათავისუფლება სადისტური რეჟიმის სიმხდალის დემონსტრირებაა, შეშინებული რუსი ყველაფრის მკადრებელია" - ირაკლი კუპრაძე
- "პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას" - ზურაბ ჯაფარიძე
- "პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს"
- "კიევის რეჟიმი არსებითად უარს ამბობს კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულებაზე, თუმცა, ჩვენ მაინც ვხედავთ გარკვეულ სიგნალებს დიალოგთან დაკავშირებით" - ვლადიმერ პუტინი
- "უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომლის მონაწილე უნდა ვიყოთ, ევროპა ჩვენზე უარს ვერ იტყვის და ვერც ჩვენ ვიტყვით უარს ევროპაზე"
