თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი არ იზიარებს ზოგიერთი სახელმწიფოს ლიდერების აზრს ვლადიმერ პუტინის მიმართ „ნეგატიური დამოკიდებულების“ შესახებ, - Bloomberg-ის ინფორმაციით, ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქ ჟურნალისტებს განუცხადა.
თუ უკრაინა დაეცემა, მაშინ პუტინი უფრო შორს წავა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეკომპანია Newsmax-თან ინტერვიუში.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა „ბოდიში მოიხადა და ღრმა მწუხარება გამოთქვა 20 სექტემბერს ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ტრაგიკული დაღუპვის გამო“. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს, ორ პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ.
თუ რუსეთი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ვინ იქნება შემდეგი, რომელ ქვეყნებს ჩააგდებს განსაცდელში მისი ქმედებების კოპირება? - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გაერო-ს უშიშროების საბჭოში გამართულ დებატებზე განაცხადა.
უკრაინაზერუსეთის დღევანდელ მასირებულ სარაკეტო შეტევას ნგრევა და ხანძარი მოჰყვა კიევის, ჩერკასის, ხარკოვის, ლვოვის და როვნოს ოლქებში. დაშავდა 20-მდე ადამიანი.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იცის, რომ რუსეთთან კულისებში ჩრდილოვანი გარიგებების დადების მცდელობები მიმდინარეობს, მაგრამ ბოროტების ნდობა არ შეიძლება.