"ქართული ოცნების“ დღევანდელ გუნდს შეუძლია, ქვეყანა სწორი მიმართულებით განავითაროს"
„ქართული ოცნების“ დღევანდელი გუნდი თავისი ეფექტურობით არც ერთი ქვეყნის მთავრობასა და ხელისუფლებას არ ჩამოუვარდება, მას შეუძლია, გააგრძელოს, რაც დავიწყეთ და ქვეყანა სწორი მიმართულებით განავითაროს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ივანიშვილის თქმით, გუნდს წასვლის თაობაზე დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდა და, შესაბამისად, გუნდიც ამისთვის მზად იყო.
„დიდი ხანია, ამისთვის ვამზადებ გუნდს, წელიწადზე მეტიც შეიძლება იყოს. გუნდში ძალიან მეგობრული ურთიერთობა მქონდა. ჩემი მუშაობის მეთოდია მხოლოდ კამათი, ზუსტად ეს მომყვება ბიზნესიდან. მინდა, როდესაც კრიტიკული სიტუაციაა და რაღაც თემაა გადასაწყვეტი, ყველა, ვისაც შეუძლია, ჩაერთოს პროცესში. მხოლოდ ასეთი მეთოდებით ვსარგებლობდი და ვცხოვრობდი მუდამ. გუნდშიც ასეთივე პოზიცია მქონდა. იქ არ არსებობდა უფროს-უმცროსი. შეიძლება ასაკით მიწევდნენ ანგარიშს, მაგრამ ნებისმიერ კამათში ემოციების გამოხატვის საშუალება იყო. ზოგადად, შეურაცხყოფას არასდროს ვაყენებ ოპონენტს. საჯარო სივრცეშიც ასე მივდივარ, არასდროს მიკადრებია ვინმესთვის შეურაცხყოფა, თუმცა დაუმსახურებლად უამრავი შეურაცხყოფა მივიღე. ნებისმიერი მეგობრის გუნდიდან წასვლა ყოველთვის იწვევს კითხვებს. ვფიქრობ, ამისთვის აბსოლუტური მზაობა აქვს გუნდს. რაც შესაძლებელი იყო ჩვენი რეალობიდან, დღევანდელი „ქართული ოცნება“ ძალიან კარგი ვარიანტია. ვფიქრობ, არც ერთი დემოკრატიული ქვეყნის მთავრობას და ხელისუფლებას არ ჩამოუვარდება. „ქართული ოცნების“ გუნდს შეუძლია, გააგრძელოს ის, რაც დავიწყეთ და ქვეყანა სწორი მიმართულებით განავითაროს“, – განაცხადა ივანიშვილმა.
Warning: count(): Parameter must be an array or an object that implements Countable in /home/firstnew/domains/firstnews.ge/public_html/templates/ot_vozzmag/html/com_k2/templates/blog2/item.php on line 270
Latest from ნინო
- "ტერორიზმის მიმართ სოლიდარობა არის სრულიად ახალი მწვერვალი, რაც დაიპყრო, როგორც ადგილობრივმა აგენტურამ, ასევე, მათმა პატრონაჟმა ქვეყნის გარეთ"
- "ვანო მერაბიშვილი – 6 წელი და 9 თვე, ზურაბ ადეიშვილი – 6 წელი, დავით კეზერაშვილი – 5 წელი, ბაჩო ახალაია – 9 წელი, მეგის ქარდავა – 9 წელი, ალეკო – 13 წელი!"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 ივლისიდან
- როგრი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას ზეიმობს
