"სალომე ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს არა მარტო ნიკა გვარამია, არამედ მიხეილ სააკაშვილიც"
სალომე ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს არა მარტო ნიკა გვარამია, არამედ მიხეილ სააკაშვილიც, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ეს არის სალომე ზურაბიშვილის პასუხისმგებლობა ქართველი ერის წინაშე ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით.
„ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხი უკვე თვეებია დგას. სალომე ზურაბიშვილი პატივს რომ სცემდეს ევროპულ პერსპექტივას და საკუთარ ინსტიტუციას, უკვე შეიწყალებდა მას. ეს არის ცალსახად ასე! მე არ მჯერა მასთან შეხვედრიდან რამე გამოვიდეს. მას თუ დაავალებს ივანიშვილი - შეიწყალებს, თუ არ დაავალებს - არ შეიწყალებს. ილუზიები, რომ ის არის დამოუკიდებელი, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვსპოთ. იმიტომ, რომ ილუზიები არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი „ქართული ოცნების“ ხელში, რითაც კვებას მოსახლეობას და ანგრევს ერთიანობას, ხელს უშლის ევროპულ პერსპექტივას და წელავს დროს. აქვე დავამატებ, რომ სალომე ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს არა მარტო ნიკა გვარამია, არამედ მიხეილ სააკაშვილიც. ეს არის ქართველი ერის წინაშე მისი პასუხისმგებლობა ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ვაშაძემ.
ამასთან, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა ისაუბრა მართლმსაჯულების მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებზე და აღნიშნა, რომ „ეს ცვლილებები ჩვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ მოგვიტანს“.
„როცა მურუსიძეს და მურუსიძის გაგრძელებას ნიშნავ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და წარმოადგენ რაღაც კოსმეტიკურ ცვლილებებს, რა თქმა უნდა, არაფერი შეიცვლება. ჩვენი ვერსია უკვე რეგისტრირებულია პარლამენტში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან დაწყებული, მოსამართლეთა შერჩევით გაგრძელებული, უამრავი საკითხია მასში - ზუსტად ის საკითხები, რაც ევროკავშირის რეკომენდაციებშია“, - განაცხადა ვაშაძემ.
სიახლეები
- " პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაშია შესაძლებელი"
- "თვითონ ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე, თვითონ ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები" - ცოტნე ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილზე
- "ეს არის შეხსენება ყველასთვის, რომ ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომლებიც ჭეშმარიტად ქართული, ევროპული და ქრისტიანულია"
- "მიზანმიმართული ბრძოლა მიდის ოჯახის წინააღმდეგ" - მეუფე შიო
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვემზადებით შესაძლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნებისთვისაც"