"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური გემი იძირება და კეზერაშვილი ცდილობს, გადარჩენილი ნაწილებით ტივი მაინც შეაკოწიწოს"
ე.წ. მთავარი ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი პოლიტიკური გემი იძირება, დავით კეზერაშვილი ცდილობს, ამ გემისგან გადარჩენილი ნაწილებით ნავი ან ტივი მაინც შეაკოწიწოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ღრმა კრიზისიდან გამომდინარე, დანარჩენმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა, თუ ლიდერებმა დაინახეს, რომ უკვე ჩნდება თავისუფალი სივრცე ოპოზიციაში და ყველანაირად ცდილობენ, ეს სივრცე აითვისონ.
თალაკვაძის განმარტებით, გარდა ამისა, „მიმდინარეობს ოპოზიციაში „ნაციონალური მოძრაობის“ „კუთვნილი“ პოლიტიკური შავი ფულის, მათ მიერ მართული ტელევიზიების და გავლენების პირდაპირი გადანაწილების პროცესი“.
„მათ სცადეს ერთად, ცალ-ცალკეც, დამარცხდნენ არაერთხელ ორივე ფორმით. ამიტომ დღეს ოპოზიციამ შეიძლება, გამოიტანოს ერთადერთი დასკვნა, რომ შესაკრებების ცვლილებით გამარჯვების მიღწევა შეუძლებელია, გამარჯვებას სჭირდება ჯანსაღი იდეური კონკურენცია, მომავალზე ორიენტირებული ლიდერები, რომლებიც მათ არ ჰყავთ და სჭირდება ხალხთან ურთიერთობა. ჩვენ კარგად ვნახეთ, რამხელა განსხვავება იყო ჩვენს და მათ საარჩევნო კამპანიას შორის, როდესაც მიზერულად ცოტა შეხვედრები ჰქონდათ მათ საზოგადოებასთან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
