ვინ გახდება ახალი სახალხო დამცველი - ოპოზიციის ფავორიტები და „ოცნების“ პოზიცია
“საქართველოს მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 9 დეკემბერს ეწურება. ქვეყანა ახალი ომბუდსმენის ასარჩევად ემზადება.
ახალ სახალხო დამცველს პარლამენტის 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, რაც ამ პროცესში „ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის გამომდინარე იქიდან, რომ სახალხო დამცველის დამოუკიდებლად დამტკიცებისთვის საკმარისი ხმები არცერთ საპარლამენტო ჯგუფს აქვს. მიუხედავად ამისა, მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ოპოზიციის მონაწილეობა მნიშვნელოვანი არ არის. თავის მხრივ კი ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ “ოცნებას” სახალხო დამცველის არჩევა მოუწევს “სამოქალაქო სექტორის” მიერ მხარდაჭერილი სამი კანდიდატიდამ, რადგან მთელი ოპოზიციური სპექტრი მხოლოდ ამ კანდიდატებს ენდობა. რაც შეეხება “ქართული ოცნების” ფავორიტებს, ვის დაამტკიცებენ მინიმუმ 90 ხმით, მმართველ გუნდში პერსონალურად ჯერ ვერავისზე საუბრობენ. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ გასაუბრების ეტაპმა გამოავლინა რამდენიმე პრეტენდენტი, რომელმაც შესაძლოა მხარი დაუჭირონ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვინ გახდება ახალი სახალხო დამცველი - ოპოზიციის ფავორიტები და „ოცნების“ პოზიცია.
“ვინ გახდება ახალი სახალხო დამცველი - პარლამენტი ამის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა კანდიდატთა მოსმენები დაასრულა. ახლა ჯერი სარეკომენდაციო დასკვნებზეა, რომელიც კომიტეტმა ყველა კანდიდატთან დაკავშირებით უნდა მოამზადოს. კანდიდატთა 19-კაციანი სია უკვე შემცირდა, მათი ნაწილი პროცესს თავად გაემიჯნა. 30 სექტემბერს პარლამენტმა იმ პირთა სიაც გამოაქვეყნა, რომელთაც სახალხო დამცველობის სურვილი გამოთქვეს. საწყისი სია 19-კაციანი იყო და მათ შორის გახლდათ არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფის მიერ წარდგენილი ომბუდსმენობის სამი კანდიდატი. ისინი საქართველოში მოქმედი არასამთავრობოების ნაწილმა 27 სექტემბერს “ღია საზოგადოების ფონდის” ოფისში ომბუდსმენობის სამი კანდიდატი წარადგინა. ესენი არიან: ანა აბაშიძე (ა/ო “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი); გიორგი ბურჯანაძე (მოქმედი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მოადგილე); და ნაზი ჯანეზაშვილი (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი და არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს სასამართლოს გუშაგის” დირექტორი). ოპოზიციისგან მხარდაჭერა სწორედ ამ კანდიდატებს აქვთ.. ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ |”ოცნებისთვის” მისთვის სასურველი სახალხო დამცველის არჩევა პრობლემას არ წარმოადგენს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“მმართველი გუნდი მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის დასკვნას და საერთაშორისო მოწოდებებს, ამ ფონზე კი მათთვის რა პრობლემაა სახალხო დამცველის არჩევა? თამამად და თავისუფლად შეუძლიათ აირჩიოს მათთვის მისაღები კანდიდატი და ასეც იქნება. რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ? ან უნდა დაემორჩილოს თითქოს ყველაფერი კარგად არის, ან არ უნდა დაეთანხმონ და თქვან, რომ ეს ასე არაა. ამ შემთხვევაში ოპოზიციის პოზიცია გასაგებია. ახლა გამოჩნდება ის პრინციპები, რა პრინციპითაც მხარეები მოქმედებენ. მიუხედავად იმისა, რომ “ოცნება” თავისას გაიტანს, ოპოზიციის პროტესტი მაინც მისაღები და მისასალმებელია, რადგან ააშკარავებს ხელისუფლების არადემოკრატიულობას და იმას, რომ ისინი არ არიან დაინტერესებული 12 პუნქტის შესრულებით. რაც შეეხება საკმარისი ხმების მიღებას, ოპოზიციის რაღაც ნაწილმა განაცხადა, რომ ისინი მხარს ყველა კანდიდატს დაუჭერენ, ეს კი, დიდი ალბათობით, “ოცნებას” უფრო წაადგება, ვიდრე ოპოზიციას. იმ კატეგორიის ადამიანებს, რომლებიც ყველას ხმას აძლევენ, პარქტიკულად, “ოცნების” კანდიდატი გაყავთ. მართალია, “ოცნებას” არ წარუდგენია საკუთარი კანდიდატი და ჯერ არც ფავორიტი დაუსახელებიათ, მაგრამ ესეც მალე გამოჩნდება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
სიახლეები
- ,,დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა"- შალვა პაპუაშვილი
- აქციის პარალელურად პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები შეიკრიბნენ
- პრემიერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის კანდიდატად დავით სონღულაშვილი დაასახელა
- თურქეთში დაშვების დროს, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
- ,,არავითარი მნიშვნელობა ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არ აქვს"- შალვა პაპუაშვილი