"აშშ წუხს საქართველოში პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციის გაგრძელების გამო"
აშშ არ არის ევროკავშირის პარლამენტის წევრი და ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ ჩართული ვიყავით რეზოლუციის პროექტის შექმნაში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, აშშ წუხს საქართველოში პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციის გაგრძელების გამო.
„ვეთანხმებით მოწოდებას პოლიტიკური მხარეების მისამართით, რომ გაერთიანდნენ დემოკრატიული მართლმსაჯულების და ანტიკორუფციული ამბიციური რეფორმებისთვის. ეს სამუშაო მიმდინარეობს და ეს უნდა გაკეთდეს ინკლუზიურად. ვფიქრობ, საქართველოს აქვს კანონპროექტების წარდგენის ძალიან კარგი გამოცდილება ვენეციის კომისიასთან და სხვა ევროპულ საექსპერტო სტრუქტურებთან თანამშრომლობით, რომ მიეღო უკუკავშირი მის გასარკვევად, შეესაბამება თუ არა ეს ევროპულ სტანდარტებს იმ დროს, როდესაც საქართველოს ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის კანდიდატის სტატუსი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ღირებულია კანონპროექტის წარდგენა ვენეციის კომისიაში და მათი შეფასება, შეესაბამება თუ არა მომზადებული კანონპროექტი ევროკავშირის სტანდარტებს. ისევე როგორც ბოლო 30 წლის განმავლობაში, აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მკაფიო ნების მხარდაჭერას იცხოვროს უსაფრთხო, სტაბილურ, აყვავებულ დემოკრატიაში და სწორედ ამიტომ ვართ საქართველოს, საქართველოს ხალხის ევროკავშირში გაწევრიანებისა და ევროატლანტიკური მომავლის ასეთი ძლიერი მხარდამჭერები. ვიმედოვნებ, საქართველოს ყველა პოლიტიკური ლიდერი, მათ შორის, მმართველი პარტია და ოპოზიცია, ახლა გაერთიანდებიან და იზრუნებენ, რომ სამუშაო, რომელიც გაწეულია კანდიდატის სტატუსისთვის, შეესაბამებოდეს ევროკავშირის სტანდარტებს. მომენტი დადგა და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ლიდერები ქართველი ხალხის ამ მიზანს მიაღწევენ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო