"მზად ვიყავი, ვარ და ვიქნები მონაწილეობა მივიღო ნებისმიერი ტიპის არჩევნებში"
მსურს ყველამ იცოდეს - მზად ვიყავი, ვარ და ვიქნები მონაწილეობა მივიღო ნებისმიერი ტიპის არჩევნებში. მითუმეტეს შიდა პარტიულ არჩევნებში და მითუმეტეს მაშინ, როცა არც თუ ისე ცოტა სათქმელი დამიგროვდა. პატივისცმით, ვისაც გნებავთ, სადაც გნებავთ, როდესაც გნებავთ, მე მზად ვარ ამ არჩევნებისათვის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მელიას თქმით, დეტალებზე პარტია იმსჯელებს, მათ შორის მათი ჩართულობით, ვინც დღეს "გააკეთა ძალიან ნაჩქარევი განცხადება", რომელთაც როგორც ჩანს, "შორს მიმავალი მიზნები აქვთ".
ნიკა მელიას თქმით, მისი კოლეგების ბრიფინგზე "ახალი არაფერი თქმულა". პარტიის თავმჯდომარემ თანაგუნდელების განცხადების ფორმაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "უახლოესი პერიოდი აუცილებლად გამოაჩენს, რა იყო ამ საკითხის ამ ფორმით, ასე ნაჩქარევად გამოტანის რეალური მიზეზეზი და მიზანი".
ამასთან, მელიას თქმით, არჩევნების საკითხზე პარტიაში იყო თანხმობა, მსჯელობის საგანი კი მხოლოდ ვადები და პროცედურული საკითხები იყო, "როდის და როგორც ჩატარდებოდა არჩევნები".
„მინდა მოგახსენოთ ჩემი პოზიცია, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნების საკითხთან დაკავშირებით. ბრიფინგზე, რომელიც დღეს ჩემმა კოლეგებმა გამართეს, ჩემთვის არაფერი ახალი არ თქმულა და ახალი არაფერი არ მომისმენია. არაფერი ახალი აღნიშნულ ბრიფინგზე არ ყოფილა, გარდა იმისა, რომ ეს განცხადება გაკეთდა ამ ფორმით. არადა, ამ საკითხებზე შიდაპარტიული აქტიური, ყოველდღიური მსჯელობა მიმდინარეობდა კონსოლიდირებული პოზიციის ჩამოსაყალიბებლად.
უახლოესი პერიოდი აუცილებლად გამოაჩენს, რა იყო ამ საკითხის ამ ფორმით, ასე ნაჩქარევად გამოტანის რეალური მიზეზი და მიზანი, მითუმეტეს, რომ დღეს მთავარი თემა უნდა ყოფილიყო ევროპარლამენტის უმნიშვნელოვანესი შეფასებები.
სწორედ ამ კონსულტაციების ფარგლებში, მე პარტიის შიგნით არჩევნების საკითხი ღიად დავაყენე თვენახევრის წინ - გავაკეთე ეს საკუთარი ინიციატივითა და იმ ადამიანების თანდასწრებით, ვინც დღეს ითხოვს არჩევნებს.
არჩევნების საკითხზე იყო თანხმობა, მსჯელობის საგანი იყო მხოლოდ, როდის და როგორ ჩატარდებოდა არჩევნები. თუ რაიმე არის ჩემთვის კომფორტული - არის არჩევნები, ღია საჯარო და მხარდამჭერთა აბსოლუტური უმრავლესობის ჩართულობით.
არჩევნები, სადაც ათობით ათასი პარტიის მხარდაჭერი მიიღებს მონაწილეობას, სადაც ათი ათასობით "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერსთვის მექნება სიმართლის თქმის საშუალება, რათა მათ გააკეთონ გააზრებული და პარტიისა და ქვეყნის მომავალზე ორიენტირებული არჩევანი.
მსურს ყველამ იცოდეს - მზად ვიყავი, ვარ და ვიქნები მონაწილეობა მივიღო ნებისმიერი ტიპის არჩევნებში. მითუმეტეს შიდა პარტიულ არჩევნებში და მითუმეტეს მაშინ, როცა არც თუ ისე ცოტა სათქმელი დამიგროვდა.
პატივისცემით, ვისაც გნებავთ, სადაც გნებავთ, როდესაც გნებავთ -მე მზად ვარ ამ არჩევნებისათვის. დანარჩენ დეტალებზე იმსჯელებს პარტია, მათ შორის მათი ჩართულობით, ვინც დღეს გააკეთა ძალიან ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც, როგორც ჩანს, შორს მიმავალი მიზნები აქვს, რასაც ჩვენ უახლოეს მომავალში აუცილებლად ვიხილავთ, მაგრამ პირველ რიგში მე მსურს რაც შეიძლება სწრაფად ათი ათასობით „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლით უზრუნველყოფილი პროცესი, სადაც ვინ მეყოლება კონკურენტი, იმედია, უახლოეს პერიოდში გამოჩნდება ადამიანი, ვინც ამის მოსურნე არის და მხოლოდ მივესალმები ამას. ჩვენ ვისაუბრებთ სიმართლეზე და მხოლოდ სიმართლეზე პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლების პირისპირ და მათ მიეცემათ გააზრებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რომელიც ხელს შეუწყობს პარტიის განვითარებას და აქედან გამომდინარე, ქვეყნის განვითარებას",- განაცხადა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებას ითხოვს. კერძოდ, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ნადირაძემ და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს ბრიფინგი გამართეს, სადაც მოითხოვეს, რომ პარტიის პოლიტსაბჭო და სამდივნო ხელახლა დაკომპლექტდეს და ასევე, აირჩეს პარტიის ახალი თავმჯდომარე.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო