არასამთავრობოები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ სააკაშვილის მკურნალობისას პოლიტიკით არ იხელმძღვანელონ
13-მა წამყვანმა ქართულმა არასამთვრობო ორგანიზაციამ 26 ნოემბერს გაავრცელა მიმართვა ხელისუფლების მიმართ, სადაც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის შემდგომი მკურნალობის საკითხი „უნდა გადაწყდეს არა პოლიტიკური მიზანშეწონილების, არამედ მხოლოდ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტების გათვალისწინებით“.
ხელისმომწერი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ წერილით ეხმიანებიან საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებას. სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის დამძიმებას ადასტურებენ ვიზიტორები, საერთშორისო პარტნიორები და საქართველოს პრეზიდენტი - ნათქვამია განცხადებაში.
„მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და გადაწყვეტილების მიმღებ ყველა პირს, მიხეილ სააკაშვილის შემდგომი მკურნალობის, მათ შორის - საზღვარგარეთ გადაყვანის საჭიროების საკითხზე მსჯელობისას, იხელმძღვანელოს ექსპერტთა დასკვნებში მითითებული ინფორმაციისა და რეკომენდაციების მიხედვით და არა პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით, რათა სრულად გამოირიცხოს ჯანმრთელობის შემდგომი დამძიმებისა და სიცოცხლის ხელყოფის რისკები“,- ნათქვამია განცხადებაში.
გაცხადებას ხელს აწერენ: „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“; „ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“; „პრევენცია პროგრესისთვის“; „ადამიანის უფლებათა ცენტრი“; „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“; „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“; „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“; „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“; „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“; „მედიის განვითარების ფონდი“; „მწვანე ალტერნატივა“; „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“.
სიახლეები
- ,,რომეო მიქაუტაძეს ჩამოერთვა ძვირადღირებული საათები, ოქროს ზოდები, მონეტები, ბინა ესპანეთში” – ირაკლი მარშანია
- ,,შარშან მივწერე ევროკავშირის ელჩს – ფაქტები გავუზიარე, როგორ იყენებდნენ ზიზღის ენას ევროკავშირის დაფინანსებული NGO-ები პარლამენტის წევრებზე"- შალვა პაპუაშვილი
- ინდოეთში, საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ათი ადამიანი დაიღუპა
- „როგორც განვითარდა ნარატივი ყულევის პორტთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რამხელა ინტერესი არსებობს საქართველოს წინააღმდეგ”- მაკა ბოჭორიშვილი
- ,,მთლიანად დოკუმენტი არის ცილისწამება, თავადვე აღიარეს, რომ ჭორებზეა დაფუძნებული"- შალვა პაპუაშვილი
