"არ მგონია, გულის სიღრმეში უნდოდეთ, რომ მიშა სააკაშვილი მოკვდეს" - ედუარდ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვაჟი, ედუარდ სააკაშვილი აცხადებს, რომ, ხელისუფლების ადგილას, რეალობის გათვალისწინებით, თავად გამოიყენებდა შანსს და დაეთანხმებოდა ცენტრ „ემპათიის“ მიერ მომზადებულ საექსპერტო დასკვნას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც სასამართლოში იქნება წარდგენილი.
„ენდობიან თუ არა „ემპათიას“, სხვა საკითხია, მათ იციან რეალობა და მგონი, ეს დასკვნა და შემდეგ მისი სასამართლოში წარდგენა არის შანსი, ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯი. იმედი მაქვს, ამ შანსს გამოიყენებენ. მათ ადგილას მე გამოვიყენებდი. რაღაც მომენტში ისინი ამას გააკეთებენ, მაგრამ უკეთესი იქნება ეს მოხდეს უფრო ადრე, რათა მამაჩემის ჯანმრთელობა ისე შეუქცევადად არ დაზიანდეს“, - ამბობს ედუარდ სააკაშვილი „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში.
ის შიშობს, რომ საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შემთხვევაშიც კი, შესაძლოა, მამის ჯანმრთელობა ვეღარც აღდგეს, რაც ხელისუფლების „უპასუხისმგებლობის ან შეცდომის შედეგი“ იქნება, მაგრამ „შეცდომის გამოსწორება ყოველთვის შესაძლებელია“.
„ოპოზიცია, მგონი, ამ ყველაფრის გამო დასუსტდა კიდეც, იმიტომ, რომ გამოჩნდა, სააკაშვილის ჩამოსვლა არ იყო საკმარისი არაფრისთვის; ხოლო „ქართული ოცნება“ გამოჩნდება როგორც ძლიერი ძალა, რომელმაც გადადგა სწორი, სახელმწიფოებრივი, პასუხისმგებლობიანი ნაბიჯი. მგონი, საკმაოდ კარგი სცენარი გამოდის მათთვის. შეიძლება, მათი მრჩევლები სხვა რამეს ეუბნებიან, მაგრამ მე ამას ვურჩევდი. მე მაქვს იმედი, რომ პოლიტიკურად არა, მაგრამ ჰუმანიტარული თვალსაზრისით პრობლემა მოგვარდება, რადგან მართლა არ მგონია, რომ მათ გულის სიღრმეში უნდოდეთ, რომ მიშა სააკაშვილი მოკვდეს ან სამუდამოდ დაინვალიდდეს“, - ამბობს ედუარდ სააკაშვილი „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში.
სიახლეები
- "საქართველოში 2024 წელს დაფიქსირდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, 9.4 პროცენტი, 2025-2026 წლებში მოსალოდნელია ზრდის შენელება" - ევროკომისიის ანგარიში
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 მაისისთვის
- " პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაშია შესაძლებელი"
- "თვითონ ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე, თვითონ ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები" - ცოტნე ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილზე
- "ეს არის შეხსენება ყველასთვის, რომ ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომლებიც ჭეშმარიტად ქართული, ევროპული და ქრისტიანულია"