"დაუშვებელია, ოპოზიციურ პარტიაში ვინმეს ჰქონდეს სურვილი, თავს მოახვიოს საკუთარი არაფორმალური მმართველობა"
არაფორმალური მმართველობა როგორც ქვეყანაში უნდა იყოს აღმოფხვრილი, მათ შორის დაუშვებელია, ნებისმიერ პოლიტიკურ, ოპოზიციურ პარტიაში ვინმეს ჰქონდეს სურვილი ან შესაძლებლობა, თავს მოახვიოს საკუთარი არაფორმალური მმართველობა, ანუ ჩრდილოვანი მმართველობა, განსაკუთრებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ამის შესაძლებლობას არავის მისცემს.
„მე ბევრჯერ ვისაუბრე და ვისაუბრებ მხოლოდ და მხოლოდ ჩემს განცხადებაზე და მოსაზრებებზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ფაქტებზე. როგორც ქვეყანაში უნდა იყოს აღმოფხვრილი არაფორმალური მმართველობა, მათ შორის დაუშვებელია, ნებისმიერ პოლიტიკურ, ოპოზიციურ პარტიაში ვინმეს ჰქონდეს სურვილი ან შესაძლებლობა, რომ თავს მოახვიოს საკუთარი არაფორმალური მმართველობა, ანუ ჩრდილოვანი მმართველობა, განსაკუთრებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“. არც მიმიცია ვინმესთვის ამის შესაძლებლობა და არც მომავალში მივცემ“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.
რაც შეეხება ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში შესაძლო მონაწილეობას, ნიკა მელიას განმარტებით, მისთვის გასაკვირი არაა, „ისეთ გამოცდილ ადამიანს, როგორიც ჭიაბერაშვილია, ჰქონდეს პრეტენზია, საკუთარი კანდიდატურა დაარეგისტრიროს“.
ნიკა მელიას განცხადებით, ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიიღოს პროცესში მონაწილეობა.
„რაც შეეხება ზურაბ ჭიაბერაშვილს, ნებისმიერ კანდიდატს, ნებისმიერ მსურველს, მით უფრო, ისეთ გამოცდილ ადამიანს, როგორიც არის ბატონი ჭიაბერაშვილი, რა თქმა უნდა, აქვს სურვილი, მიიღოს მინაწილეობა ან ჰქონდეს პრეტენზია, რომ საკუთარი კანდიდატურა დაარეგისტრიროს. აქ არაფერია ჩემთვის გასაკვირი. არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ, ზეგ, კიდევ დამატებითი ადამიანები გამოჩნდნენ. საზოგადოება ბევრ რამეს ხედავს, ბევრს დაინახავს, მე ახლა ვერ გიპასუხებთ კითხვაზე, ჭიაბერაშვილი ვინმეს პროექტია თუ ვინმეს დავალებას ასრულებს. ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიიღოს მონაწილეობა პროცესში, დაარწმუნოს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრები, რომ ისინი დარეგისტრირდნენ კანდიდატებად და ამის შემდეგ უნდა გაიმართოს დემოკრატიული პაექრობა. დარწმუნებული ვარ, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლები ძალიან სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და გააზრებულ არჩევანს გააკეთებენ.
პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ უახლოეს მომავალში ბევრ დამატებით ამომრჩეველს დაიმატებს. ვფიქრობ, არჩევნების პროცესი დაიწყო აბსოლუტურად უადგილოდ, მიუღებელი ფორმებით, უკონტექსტოდ მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილის პროცესი იყო მთავარი პრიორიტეტი. რადგან მოხდა, მოხდა. მნიშვნელოვანია, ამ პროცესიდან პარტია გამოვიდეს მნიშვნელოვნად გაძლიერებული და ღირსეულმა კანდიდატმა გაიმარჯვოს“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა არ გამორიცხა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.
ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ არჩევნებში მის შესაძლო მონაწილეობაზე ფიქრი რამდენიმე საკითხს უკავშირდება, მათ შორისაა ის, როგორ იმოქმედოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ორგანიზებულად სააკაშვილის, ნიკა გვარამიასა და სხვა პირთა გასათავისუფლებლად და როგორ იქცეს „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი, ფართომასშტაბიანი საპროტესტო მოძრაობის საყრდენად.
ზურაბ ჭიაბერაშვილის განმარტებით, მისი საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზეც, „რამდენად არსებობს რესურსი, რომ საარჩევნო პროცესი წარიმართოს პოლიტიკური დისკუსიის და არა „ტალახის სროლის“ რეჟიმში“.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო