"არ უნდა მივცეთ მამაჩემს საშუალება ციხეში გარდაიცვალოს"- ედუარდ სააკაშვილი
-ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება მამაჩემს, მიხეილ სააკაშვილს, რომ გარდაიცვალოს ციხეში, ან გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს მის ჯანმრთელობას.
ჩვენ უნდა გავუძლოთ ამ რთულ პერიოდს. ძალიან მარტივია გამოსავალი, საქართველოს მთავრობამ სწორი ნაბიჯი გადადგას და მისცეს საშუალება საზღვარგარეთ იმკურნალოს, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა სტრასბურგში, ევროპარლამენტის შენობაში, ევროპარლამენტარებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ანგარიშები შემაშფოთებელია და სიტუაცია კიდევ უფრო უარესდება.
„ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მიგვიღეთ, თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ოჯახისთვის და ძალიან ბევრი ადამიანისთვის საქართველოში.
მე არასდროს მიყვარდა გამოსვლა საჯაროდ, მაგრამ სიტუაცია განსხვავებულია იმისგან, თუ რა ხდებოდა მანამდე. მამაჩემს ვხედავ, რომ სულ უფრო და უფრო სუსტად არის, ადამიანი, რომელიც იყო ენერგიული, ამბიციური, ქარიზმატული, მოუსვენარი აი, ასეთ მდგომარეობაშია. ჩვენ შეშფოთებულები ვართ სამედიცინო ანგარიშებით და ვხედავთ საკმაოდ მძიმე სურათს და სიტუაცია კიდევ უფრო უარესდება. მისი პატიმრობის დაწყებიდან არაჯეროვნად მკურნალობენ, 6 თვეა საავადმყოფოშია და მისი მდგომარეობა გაუარესდა. არ ვფიქრობთ, რომ სიტუაცია უიმედოა, როდესაც ბრიუსელში და სტრასბურგში ჩავდივარ ვხედავ მზარდ მხარდაჭერას პოლიტიკური სპექტრის მხრიდან, რომ ხდება აღიარება იმის, რომ სიტუაცია ისეთი როგორიც დღეს არის მამაჩემთან დაკავშირებით, უნდა შეიცვალოს. ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება მამაჩემს, მიხეილ სააკაშვილს, რომ გარდაიცვალოს ციხეში, ან გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს მის ჯანმრთელობას. ჩვენ უნდა გავუძლოთ ამ რთულ პერიოდს. ძალიან მარტივია გამოსავალი, საქართველოს მთავრობამ სწორი ნაბიჯი გადადგას და მისცეს საშუალება საზღვარგარეთ იმკურნალოს. რაღაც უნდა შეიცვალოს და მამაჩემის სიცოცხლე უნდა გადარჩეს. მისი ჯანმრთელობა უნდა შენარჩუნდეს. ეს არის კომბინაცია ცოდნისა და იმედის, რომლითაც ვამბობ, რომ ჩემი მამა, მიხეილ სააკაშვილი არ გარდაიცვლება ციხეში“, - განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა, რომლის განცხადების თარგმანიც „ფორმულას“ ეკუთვნის.
სიახლეები
- ,,როგორც ჩანს, ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა, როგორც იქნა, რუკას დახედა და გაათვითცნობიერა ის, რომ საქართველო მართლაც საკვანძო ადგილზე იმყოფება” – ლევან მაჭავარიანი
- ნობელის პრემიის ირანელ ლაურეატს დამატებითი სასჯელის სახით თავისუფლების შვიდი წლითა და ექვსი თვით აღკვეთა მიუსაჯეს
- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის იანვარში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 586 ფაქტი გამოავლინა
- ,,ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის როლის განვითარებას"- მარიამ ლაშხი
- 9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
