"რეზოლუციის საფუძველი შეიძლება იყოს კორუფცია"
საქართველოს პარლამენტში მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე ამბობს, რომ ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას "კორუფციული საფუძველი ჰქონდეს". ასე შეაფასა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით არსებული ჩანაწერი.
"საქართველოს ფსევდო მოყვარული ადამიანები, თითქოს საქართველოს საქმეს აკეთებენ, მაგრამ საბოტაჟს უწევენ ამ ქვეყანას, როდესაც კანდიდატის სტატუსზე მიდის საუბარი. გონივრული და საფუძვლიანი ეჭვია, რითაც შეიძლება გამართლდეს მათი მოქმედება, რომ საფუძველი შეიძლება იყოს კორუფცია. სხვა ახსნა ასეთ მავნებლობას არ აქვს. ამას ლოგიკური ახსნა შეიძლება ჰქონდეს - კორუფცია, მათ შორის პოლიტიკური კორუფცია და მხოლოდ ფინანსებზე არაა საუბარი. სხვა ახსნა, რომ სემ მიქსერმა, რომელიც მხარი არ დაუჭირა შესწორების შემდეგ, ახსნადი არაა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მანვე მავნებლობა უწოდა რეზოლუციას მასში არსებული ჩანაწერების გამო:
"წარმოიდგინეთ, მე როგორც კანონმდებელს, გამომქონდეს რომელიმე კანონპროექტი ან რეზოლუცია და შემდეგ ლობისტებმა ისეთი ჩასწორებები უზრუნველყონ, რომ მე მხარი არ დავუჭირო. რამდენად გაუფასურდა მთლიანად რეზოლუცია. მთლიანად ეს რეზოლუცია ლობისტების მიერ ჩამატებული, ჩაკვეხებული ჩანაწერის გამო არის მავნებლობა საქართველოს მიმართ",-განაცხადა მდინარაძემ.
გუშინ, 14 დეკემბერს ევროპის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან დაკავშირებით. დეპუტატები წუხან, რომ საქართველოში დემოკრატია სუსტდება და მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაათავისუფლოს პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
ევროპულ საბჭოს კი სთხოვენ, დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც რეზოლუციაში მოხსენიებულია არა მხოლოდ "ყოფილ პრემიერ-მინისტრად", არამედ "ოლიგარქადაც".
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
