"უკრაინელმა ხალხმა და მისმა ლიდერებმა რეალურად დაამარცხეს რუსეთი, მსოფლიომ დაინახა რუსეთის ნამდვილი სახე"
უკრაინელმა ხალხმა და მისმა ლიდერებმა რეალურად დაამარცხეს რუსეთი, ყოველ შემთხვევაში, დაამარცხეს რუსულ პროპაგანდა და სტრატეგია, ასევე დაამარცხეს რუსეთი, რადგან დაინახა მსოფლიომ რისი დანახვაც მას არ სურდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის გამართულ წინასაახალწლო მიღებაზე განაცხადა.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მსოფლიომ აღმოაჩინა და დაინახა რუსეთის ნამდვილი სახე.
„ეს წელი იყო ერთ-ერთი ყველაზე გამოწვევებით სავსე წელი, მაგრამ იმედიანი წელი. ეს იყო უკრაინის წელი, უკრაინის, რომელმაც გაიარა აგრესიის ქარცეცხლში. უკრაინამ 10 თვის განმავლობაში გაუძლო ამას. ეს გახლავთ ამაყი ხალხი, რომელმაც აჩვენა რას ნიშნავს იყო გამძლე და იყო გაერთიანებული ამ პროცესში. ამ პროცესში უკრაინელმა ხალხმა და მისმა ლიდერებმა რეალურად დაამარცხეს რუსეთი, ყოველ შემთხვევაში, დაამარცხეს რუსული პროპაგანდა და სტრატეგია, ასევე დაამარცხა რუსეთი, რადგან დაინახა მსოფლიომ რისი დანახვაც მსოფლიოს არ სურდა - წინა აგრესიები - 1992, 2008, 2014. მსოფლიომ აღმოაჩინა და დაინახა რუსეთის ნამდვილი სახე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
