"ძალიან ვწუხვართ, რომ ოპოზიციონერი კოლეგები შიმშილობენ, ვურჩევდი, მორჩნენ შიმშილობას"

უკეთესი იქნება, თუ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები დაუბრუნდებიან საპარლამენტო ცხოვრებას, საპარლამენტო მუშაობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატების შიმშილობას არავითარი კავშირი არ აქვს საქართველოს მთავარ პოლიტიკურ საკითხებთან.

 

„რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ჩვენი კოლეგები ოპოზიციიდან შიმშილობენ. პირველ რიგში, მათ ჯანმრთელობას ვუსურვებთ. აქვე მიგვაჩნია, რომ ეს არის მათი შიდა პოლიტიკური დაპირისპირებების შედეგი და რა თქმა უნდა, ამ შიმშილობას არავითარი გავლენა და არავითარი კავშირიც არ აქვს საქართველოს მთავარ პოლიტიკურ საკითხებთან, მით უმეტეს კი, იმ მნიშვნელოვან თემებთან, რომლებიც დღეს ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას აინტერესებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს შიმშილობა რაც შეიძლება მალე დასრულდება. უკეთესი იქნება, თუ ჩვენი კოლეგები დაუბრუნდებიან საპარლამენტო ცხოვრებას, საპარლამენტო მუშაობას. სამწუხაროდ, შიმშილობამდეც და შიმშილობის დროსაც ისინი არ არიან სრულფასოვნად ჩართულები საპარლამემტო ცხოვრებაში, ამიტომ ამ შემთხვევაშიც, შიმშილობა, ერთგვარი დემარში თუ გამიჯვნა საპარლამენტო პოლიტიკური პროცესიდან არის აზრს მოკლებული. ერთადერთი წუხილი არის მათი ჯანმრთელობა და ვურჩევდი, რომ მორჩნენ შიმშილობას, რადგან პოლიტიკასთან, მით უმეტეს, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებაზე ამ შიმშილობას ვერანაირი გავლენა ვერ ექნება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე დეპუტატმა შიმშილობა 15 დეკემბერს გამოაცხადა. როგორც მათ აღნიშნეს, „შიმშილობას აცხადებენ მიხეილ სააკაშვილის იმ ქვეყანაში გადაყვანამდე, სადაც მისი ჯანმრთელობა იქნება უზრუნველყოფილი“.

წაკითხვა 307 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.