" მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი პოზიცია უნდა ჩამოაყალიბოს, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ იბრძვის თუ მათ შეწყალებას სთხოვს"-იაგო ხვიჩია
„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი პოზიცია უნდა ჩამოაყალიბოს, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ იბრძვის თუ მათ შეწყალებას სთხოვს.
იაგო ხვიჩია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყოფილი თანამდებობის პირების განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის საკნის გასაღები ბიძინა ივანიშვილის ხელშია და მასზე რა იმოქმედებს გადამწყვეტად, არავინ იცის.
„ამ განცხადებაზე ხელმოწერა არც არავის არ უთხოვია და არც მგონია აუცილებელი, ჩვენს პოზიციებს ისედაც საჯაროდ გამოვხატავთ. ჩვენ რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას ვითხოვდით, „ნაცმოძრაობის“ წევრები სად იყვნენ? „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის მიერ საბრძოლო სტრატეგია ჯერ კიდევ დასალაგებელია. სტრატეგია – „ვკვდები და საზღვარგარეთ გადამიყვანე“ – ერთი მიმართულებაა; მეორე სტრატეგიაა – „ქვეყანას მართავენ რუსები, მას დავამარცხებთ და დედას ვუტირებთ“; „შემიწყალე, შენი დედა ვატირე“ არასწორი სტრატეგიაა. ან „გთხოვ, შემიწყალე“ უნდა იყოს, ან „გაიქეცი, შენი დედა ვატირე“. „ნაცმოძრაობა“ უნდა ჩამოყალიბდეს, მათმა ამომრჩეველმა იცოდეს, რას აპირებენ“, – განაცხადა ხვიჩიამ.
სიახლეები
- ,,როგორც ჩანს, ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა, როგორც იქნა, რუკას დახედა და გაათვითცნობიერა ის, რომ საქართველო მართლაც საკვანძო ადგილზე იმყოფება” – ლევან მაჭავარიანი
- ნობელის პრემიის ირანელ ლაურეატს დამატებითი სასჯელის სახით თავისუფლების შვიდი წლითა და ექვსი თვით აღკვეთა მიუსაჯეს
- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის იანვარში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 586 ფაქტი გამოავლინა
- ,,ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის როლის განვითარებას"- მარიამ ლაშხი
- 9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
