"სააკაშვილი ისჯება სამშობლოს სიყვარულისა და პატრიოტიზმისთვის" - გიული ალასანია
ყოველ შესვლაზე უფრო და უფრო მძიმე მდგომარეობა მხვდება, ვგულისხმობ, ჯანმრთელობის მდგომარეობას. საშინელი სისუსტე აქვს, ნერვული სისტემა აბსოლუტურად დანგრეულია, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.
ალასანიას განცხადებით, შეუძლებელია იმ დასკვნის გადაფარვა, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არის გამოქვეყნებული.
„დასკვნის გადაფარვა არის შეუძლებელი, ის დასკვნა არსებობს და არის რეალური. რაც შეეხება სამხარაულის ექსპერტიზას, მაგათ საიტზე წერია, რომ ისინი მძიმე მეტალებთან ვერ მუშაობენ და აქ საქმე გვაქვს სწორედ მძიმე მეტალებთან, ამიტომ გამორიცხულია. იცით, რა მაკვირვებს ყველაზე მეტად? მე ცხოვრების დიდი ნაწილი გავატარე საბჭოთა კავშირში, საბჭოთა წყობაში. მაშინაც კი ამერიკის სიყვარული არ იყო ისე აკრძალული, როგორც ახლა ჩვენს ქვეყანაში არის სამშობლოს სიყვარული აკრძალული და ისჯება. მაგალითი გვაქვს ცოცხალი, ის ისჯება სამშობლოს სიყვარულისა და პატრიოტიზმისთვის. პროცესებს რაც შეეხება, მე რომ მკითხოთ, დღეში რამდენიმე პროცესი უნდა გაიმართოს და დამთავრდეს სასწრაფოდ ეს ყველაფერი, აღარ ითმენს დრო“, – განაცხადა ალასანიამ.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო